სიახლეები

ექსპერტიზის შუალედური დასკვნა: ბაჩალიაშვილის სისხლში ნარკოტიკისა და ალკოჰოლს კვალი არ ფიქსირდება

loading...
loading...

ახალგაზრდა პროგრამისტყის ბურუსით მოცული საქმე – თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში წერია, რომ სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება, თუმცა ამოვიდა გარკვეული მედიკამენტების კვალი. უფრო კონკრეტულად კი ესენია წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა.
შუალედურ დასკვნაში მედიკამენტების დოზა მითითებული არ არის და ის სავარაუდოდ დოკუმენტის საბოლოო პასუხში ჩაიწერება, თუმცა დასახელებულია 4 სახეობის პრეპარატი. მათ შორის ერთი ქართულ სააფთიაქო ქსელში არ იყიდება.
გოგონას დედა საგამოძიებო ექსპერიმენტს მორიგ სპექტაკლს უწოდებს .


თეონა თამაზაშვილი ამბობს რომ ექსპერიმენტი გამომძიებლების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა და მათთვის სასურველი ვერსიის გამყარებას ემსახურება.
გოლთეთის ტყეში საგამოძიებო ექსპერიმენტისას სამხარაულის ბიუროს მოთხოვნით, გამომძიებლებმა ტენიანობა და ტემპერატურა განსაზღვრეს. ექსპერიმენტის შედეგები საგამოძიებო უწყებას გადაეცემა და საქმის მასალებში აისახება.
თეონა თამაზაშვილი გამოძიებას ვადას თვის ბოლომდე აძლევს და იმ შემთხვევაში თუ თვითმკვლელობის მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლით არ შეიცვლება, რადიკალური ზომებით იმუქრება.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close