სიახლეები

“ბოთლში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს, გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი” – ახალი გარემოებები ბაჩალიაშვილის საქმეში

loading...
loading...

ბოთლში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი – ამის შესახებ პროკურატურაში შეხვედრის შემდეგ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. „ბოთლს, რომელსაც ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა აღმოჩენილია დოქსილამინის და კარდოლაქსის წვეთები, რაც ნიშნავს, რომ ბოთლი გახსნილია და შიგნით არის მოთავსებული მედიკამენტი. თვითონ ეს დოქსილამინი ძალიან იშვიათი მედიკამენტია, როგორც ჩანს, მოხდა მედიკამენტის ბოთლში გახსნა. ყველაზე საინტერესოა, რომ თამუნას ორგანიზმში აღმოაჩნდა კლოფელინი. კლოფელინს ტოქსიკოლოგები ჟარგონზე ეძახიან „კონტროლს“ , რომელიც ადამიანს თიშავს. ავტომობილშიც კი არ არის აღმოჩენილი კლოფელინის არანაირი შუშა ან რამე მსგავსი.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არანაირ თვითმკველობაზე არ არის საუბარი“,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა ექსპერტიზის შუალედური დასკვნა. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში, ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ტოქსიკური ნივთიერება აღმოჩენილი არ არის. თუმცა აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი. „ეს არის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში, კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავში თურკმელში არ არის არანაირი ალკოჰოლი, არ არის არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება, ფსიქოაქტიური ნივთიერება, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა ნივთიერების კვალი. აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი, მაგრამ ეს რა რაოდენობითაა დაუდგენელია. ეს ჩვეულებრივი წამლებია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close