სიახლეები

მოგვიკლეს ბიჭი, რომელსაც სოფელში მშვიდობის მტრედს ვეძახდით – მას ფეხმძიმე მეუღლე და 5 წლის შვილი დარჩა

loading...
loading...

ჩანს, მუშებსა და აბუთიძეს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭი სცემეს და ხელით მოგუდეს. როგორც ირკვევა, დამნაშავეები ნასვამები იყვნენ. – ისე ვართ განადგურებულები ამ საშინელი ტრაგედიით, ლაპარაკი გვიჭირს, ისეთი ბიჭი მოგვიკლეს. 29 წლის იყო ლასო, თბილისში ცხოვრობდა და იქ საქმიანობდა, თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა. უცხოეთშიც დადიოდა და სულ შრომობდა. როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, ამბროლაურში, სოფელ აგარაში მორბოდა, ისე უყვარდა აქაურობა და მთელი სანათესაო. საოცარი ადამიანი იყო. საკმაოდ ერუდირებული, ჩამოყალიბებული ახალგაზრდა. კონფლიქტური საერთოდ არ იყო. ასეთი კარგი ბიჭი იყო და წარმოუდგენელია რა მოხდა ისეთი, რომ ასე გაიმეტეს.

– კახა აბუთიძე, აგილობრივი
– დანაშაული საკუთარ კოტეჯში, აგარაში მოხდა. კოტეჯი ჰქონდა გაქირავებული გოგონებზე, იქვე გზის მეორე მხარეს ლასოს ბიძაშვილის სახლი შენდება, შიდა სარემონტო სამუშაოები მიდის და მუშები ჰყავდა დაქირავებული. ვინ არიან ეს ადამიანები არ ვიცით, ხომ იცით, ერთ მუშას რომ მეორე მოჰყავს, ასე აღმოჩნდნენ იქ. ადამიანმა ხომ არ იცი, ფსიქიკურად გაწონასწორებულია თუ არა შენი მუშა და ხელოსანი. ბიძაშვილი ისეთი დათრგუნული და განადგურებულია, ხმას ვერ იღებს. როგორც ჩანს, ეს მუშები ავიწროებდნენ ლასოს მდგმურ გოგონებს, ისე იქცეოდნენ, რომ იძულებულები გახდნენ, ლასოსთვის დაერეკათ. ბიჭი ღამის 2 საათზე ჩავიდა სიტუაციის გასარკვევად და ასე სადისტურად მოკლეს. რაჭაში ვინმეს თუ რამე დასჭირდებოდა, ლასოს ურეკავდნენ თბილისში და სთხოვდნენ დახმარებას, დაუზარელი ბიჭი იყო. შესანიშნავი ოჯახი ჰქონდა. ჰყავს მეუღლე და 5 წლის შვილი, ახლა გავიგეთ რომ მეუღლე ფეხმძიმედ ყოფილა. – ჯერ ექსპერტიზის პასუხი არ გვაქვს, მაგრამ წინასწარი მონაცემებით ხელით გაგუდეს. მომხდარის თვითმხილველნი გოგონები არიან და ყველაფერს იტყვიან. ამბობენ, ვკიოდით და ვწიოდით, მაგრამ ეს ადამიანები ვერ მოვაშორეთო, ახლო-მახლოს არავინ ცხოვრობს, რომ კივილის ხმა ვინმეს გაეგო და დასახმარებლად მისულიყვნენ. კოტეჯი სოფლის განაპირას დგას. კივილით რომ ვერაფერს გახდნენ, თურმე შევარდნენ იმ სახლში, სადაც მუშები მუშაობდნენ, იქ ეძინა თურმე ამ მუშების უფროსს, ის პატიოსანი ადამიანია, გაუღვიძებიათ და დახმარება უთხოვიათ. გამოვარდნილა გარეთ და გაშველება სცადა, თურმე მკვლელი ისე იყო შემოხვეული ლასოზე, ამ უფროსს ძლივს მოუგლიჯავს. მერე ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარებია ლასოსთვის, მაგრამ ვერაფერი უშველეს… რას წარმოიდგენდა საკუთარ სახლში მკვლელები რომ დახვდებოდნენ და ასე მოუსპობდნენ სიცოცხლეს. მოგვიკლეს ბიჭი, რომელსაც სოფელში მშვიდობის მტრედს ვეძახდით. წყარო: კვირის პალიტრა

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close