
საშინელი ტრაგედია დატრიალდა ცოტახნის წინ დუშეთში. ხალხით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდიდან გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 12 ადამიანი, თუმცა თვითმხივლელი ამბობს რომ 17 გარდაცვლილია და დაღუპულების უმეტესობა ახალგაზრდები არიან.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსი ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ეკუთვნის. უცნობია ზუსტად სად იყო ტური დაგეგმილი.
ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არაფერია რადგან მგზავრების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
”საშინელება ტრიალებს, ახლა ველოდებით დამატებით ძალებს, რომ ცხედრები ამოვასვენოთ. ალბათ, რამე ტური იყო, უმეტესობა ახალგაზრდაა, როგორც ვიცი, 17 დაღუპულია და 3 გადარჩენილი. ერთ-ერთი გადარჩენილი გოგონა გონზე იყო, რომელიც სასწრაფომ წაიყვანა”, – ამბობს თვითმხილველი.