სიახლეები

“გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც” – ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი

loading...
loading...

კომპანია treveler.ge-ს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მისი კომპანიის მიერ ორგანიზებულ საექსკურსიო ტურზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
“გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც. გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია.. აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო. ვეღარასოდეს ვნახავ ჩემ უსაყვარლეს ნუცის და ხატიას. 17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა.

ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც,” – წერს შალვა ბოლოთაშვილი Facebook გვერდზე.
ცნობისთვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close