საზოგადოება

“მამის ტირილი პირველად ვნახე და დავიშალე, 25 წლის მედეას მთელი კორპუსი დასტირის…დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის“ – ჟურნალისტი შატილის ავარიაში მოყოლილ დებზე

loading...
loading...

შატილში საბედისწერო ავარიაში მოყოლილი დების – მედეა და ხატია დევსურაშვილების შესახებ მათი მეზობელი, ჟურნალისტი და ბლოგერი მარი ჯაფარიძე წერს. ჟურნალისტი ამბობს, რომ გარდაცვლილ მედეას მთელი კორპუსი დასტირის. მანვე აღნიშნა, რომ გარდაცვლილის დედა საზოგადოებას სთხოვს, რომ მისი მეორე შვილის გადარჩენისათვის ილოცონ. „საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში… გუშინ, შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულ 25 წლის მედეას დასტირის მთელი კორპუსი… მისი და, 23 წლის ხატია ერთ-ერთია გადარჩენილთაგან და კომაშია… მძიმედაა… ბავშვები ჩემ თვალწინ დაიბადნენ და გაიზარდნენ…


მათი დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს… ილოცეთ, რადგან მედეა წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო… რამხელა ტვირთი აქვს ამ ქალს… რა ცოდვის დღე ტრიალებს მათ ოჯახში. მამის ტირილი პირველად ვნახე და დავიშალე, როცა გარდაცვლილ შვილს დაეკონა და დაჰქვითინებდა… თუ ვინმეს ძალგიძთ, ილოცეთ ხატიას გამოჯანმრთელებისთვის და ახლად შესვენებული მედეასთვის. გული მაქვს გაგლეჯილი. ღმერთო, შვილები ყველას კარგად უმყოფე… ყველას!“ – წერს მარი ჯაფარიძე.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close