სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი: ვერ ვიგებ, ასე როგორ ხდება?!

loading...
loading...

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გლოვის დღესთან დაკავშირებით სტატუსს ავრცელებს და შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასა და თერჯოლაში, 11 წლის ბავშვის სიუციდის ფაქტს ეხმაურება. 
,,ახლა დაიწყება ჩუმად ლაპარაკი, ფიქრი, ხო არ ტკიოდათ, ხო არ იტანჯებოდნენ, სად არიან, როგორ გრძნობენ თავს. მერე, ცაში ყურება და ყოველი სიზმრის წინ გიჟური მოლოდინი, რომ ძილში მაინც, რამე ნიშანი მოგცეს.
დაიწყება ტანჯვა, ნეტა ექსკურსიაზე არ წასულიყვნენ, ნეტა ცუდი ამინდი ყოფილიყო.. ეს, ნეტა იქნება რომ დატანჯავს ცოცხლად დარჩენილ ოჯახის წევრებს.
ღმერთს ვთხოვ, ოჯახის წევრებს მისცეს ძალა, ტანჯვებს და ტკივილებს გაუძლონ. ამ, ფიქრებს და დარდს. მაგრამ როცა ღმერთს რაღაცეებს ვთხოვ, ვერაფრით ვიგებ, როგორ უშვებს რომ მოძალადე მამა ცოცხალია და 11 წლის ბავშვი მკვდარი. ვერ ვიგებ ასე როგორ ხდება?!


დღეს გლოვის დღეა და უკვე იმდენი უნდა ვიგლოვოთ, რომ ჭირისუფლების ქვეყანა გავხდით. მე არ ვიცი როგორ უნდა გავიზიაროთ ეს მწუხარებები, მაგრამ იქნებ გვაკმაროს. გვაკმაროს გლოვა!”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. 
ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close