სიახლეები

”ოთახში ყავდა გამოკეტილი და სულ სცემდა, ბავშვმა სიკვდილამდე შველა ნათესავებს სთხოვა…” – 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა თუ მამას შემოაკვდა? რას ამბობენ მეზობლები (ვიდეო)

loading...
loading...

ტრაგედია თერჯოლაში – მამის მიერ 11 წლის შვილის თვითკვლელობამდე მიყვანის საქმე, შესაძლოა, განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს. ოჯახის ნათესავებს აქვთ ეჭვი, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო.
დაღუპული ბავშვის ბებია ამბობს, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამა შვილს სისტემატურად სცემდა. გარდა ამისა, ტრაგედიის დღეს ბავშვმა ბებიასა და დეიდას სთხოვა, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისულიყვნენ, რადგან სახლში მისვლის შემთხვევაში, მამა გაღიზიანდებოდა.
11 წლის მოზარდის პედაგოგები კი დაღუპულს დადებითად ახასიათებენ და ფიქრობენ, რომ ის თავს არ მოიკლავდა.
ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა დაღუპულის ოჯახის წევრები, რომლებიც მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ, თერჯოლის რაიონულ განყოფლებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close