სიახლეები

ექვსივეს დაწვის კი არა, მანქანის დაწვის სურვილიც მექნებოდა – რას წერს ციხიდან ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი

loading...
loading...

ტელეკომპანია „რუსთავი2“ ასაჯაროებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, რევაზიშვილის წერილს, რომელიც მან ოჯახს მიწერა.
“ტოიტა ქამრის” მგზავრი ნიკოლოზ რევაზიშვილი მშობლებს წერს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობაში უდანაშაულოა.
რომ გითხრათ კარგად ვარო, დამიჯერებთ?- მაგრამ მინდა იცოდეთ რომ კარგად ვარ. რასაც ვიძახი არაფერს ვიტყუები. თუ ვინმე იტყუება, საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ არ ვიცი, თორემ სხვანაირად მოვიქცეოდი ჩვენ ქვეყანაში. ქვეყანას შეგნებულად ვიძახი, რადგან ქვე-ყანაა და არა სამშობლო. შაქარაშვილების ადგილას რომ წარმოვიდგინო თავი, ექვსივეს დაწვის კი არა, მანქანის დაწვის სურვილიც მექნებოდა. უბრალოდ მინდა სიმართლე იცოდეს ყველამ. ოჯახმაც გაიგოს და გაიაზროს რისი გულისთვის უნდა ვიჯდე 17 -10 ან თუნდა 6 წელი. ეს ფიქრები მაგიჟებენ. მეტი არაფერი“,- წერს რევაზიშვილი.


შეგახსენებთ, 10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close