სიახლეები

“პირი გამოირეცხეთ ყველამ სანამ ჩვენზე რამეს იტყვით! ძალიან არ მინდოდა წლობით ჩემი ერთადერთი შვილის დატოვება, მაგრამ თქვენსავით არც მდიდარი მშობლები მყავდა და არც ქმარი…” – ქართველი ემიგრანტის ემოციური პოსტი

loading...
loading...

ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.
“ორი დღეა ვხედავ აფთარი ქალების კომენტარებს ემიგრანტ დედებზე! პირი გამოირეცხეთ ყველამ სანამ ჩვენზე რამეს იტყვით! ძალიან არ მინდოდა წლობით ჩემი ერთადერთი შვილის დატოვება, მაგრამ თქვენსავით არც მდიდარი მშობლები მყავდა რომ შვილის აღზრდაში დამხმარებოდნენ და არც ყოფილმა ქმარმა დამიტოვა ბინა და საკმარისი ალიმენტი რომ ბავშვის გვერდით ვყოფილიყავი. მანდ მიღებული განათლებითაც ვერსად ვერ ვნახე სამსახური. ამიტომ ავიკიდე გუდა-ნაბადი და წამოვედი. იმ დღიდან

მოყოლებული ყველა ღამე მესიზმრება პატარა ირაკლი, ხელებგაშლილი რომ მელის. ჩემს ბედნიერებას რაღაც აკლია, აი, როგორც კარგ საჭმელს მარილი. გულჩათუთქული ვარ და ჩემთვის ჩუმად ვუძლებ მონატრებას. თქვენ გამოცადეთ რა რთულია შვილისგან შორს ყოფნა და მერე ატლიკინეთ ენები! ასევე საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი ვართ. ჩვენ რომ არა ამდენი უცხო ვალუტა ვერ შემოვიდოდა ქვეყანაში და საერთოდ ვერ იარსებებდა ეკონომიკა. იმის მაგივრად რომ პატივი გვცეთ და მოწიწებით მოგვიხსენიოთ, გვაგინებთ. ერთს ეწერა სოფელში მიწა დაემუშავებინა, ეშრომა და ისე ეცხოვრაო, საწყალ შვილმკვდარ დედაზე. მართლა?! კაი ერთი რა! სოფლად მიწასაც ამუშავებენ, ვენახსაც მაგრამ მოვა უბედური სეტყვა და ყველაფერს მიწასთან ასწორებს. არაფერი გამოდის. გლეხს შრომა არ უფასდება. ჩაიგდეთ ენები მუცელში და ჩუმად იყავით!ჩემთვის ყველა ემიგრანტი დედა გმირია და დიდება ჩვენს გამძლეობას” – წერს ვისნამი საყვარლიშვილი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close