საზოგადოება

”შუათანა მეუბნებოდა ჯერ ჩემი პატარა ძმა გადაარჩინეო” – ვინ არის მაშველი, რომელმაც დღეს 3 პატარა ბავშვი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა და გადაარჩინა…

loading...
loading...

გააზიარე დღეს თბილისში მაშველებმა სამი მცირეწლოვანი ალმოდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს. მეხანძრე-მაშველი primetime-თან გაგა გიგაშვილი დეტალურად ყვება, როგორ გადაარჩინა მცირეწლოვნები.
„ღია ცეცხლი იყო, ორი ჯგუფი ვმუშაობდით. სანამ ბიჭები სადარბაზოს მხრიდან აწარმოებდნენ კარის გაღებას, მეექვსე სართულიდან თოკით და ერთი აირწინაღით ჩავედი დაბლა სართულზე. იქ სამი მცირეწლოვანი დამხვდა.

ძლიერი დაკვამლიანება იყო, ამასობაში სახანძრო ავტოკიბე იწყებდა გაშლას. სანამ ყველაზე პატარას აირწინაღს მოვარგებდი, შუათანამ მითხრა ჯერ ჩემი ძმა გადაარჩიენო. კიბეებზე, რომ ჩამყავდა ველაპარაკებოდი, რომ არ შეშინებოდა. ბავშვებმა გვითხრეს გვეძინა, როცა ცეცხლი გაჩნდაო.სავარაუდოდ მეზობლებმა დარეკეს 112-ში. ადგილზე მისვლიდან, ზუსტად 5 წუთში სამივე მცირეწლოვანი ალმოდებულის ახლიდან უვნებლად გამოვიყვანეთ“, – გვიყვება მეხანძრე მაშველი გაგა გიგაშვილი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close