სიახლეები

ჩემი გარდაცვლილი ძმა ხიდან მა­მა­ჩემს ჩა­მო­უხ­სნია, მერე დივანზე მის გვერდით იწვა და ეძინა, ასე ნახეს პოლიციელებმა – 11 წლის ბიჭის და აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება

loading...
loading...

“პოლიცია რომ მისულა, მამა-შვილი დაუნახავთ დივანზე, მთვრალი მამაჩემი გაუღვიძებიათ, ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო” – რას ჰყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და 11 წლის შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში ბრალ­დე­ბულ მა­მას, ფრი­დონ აბ­ჟან­და­ძეს 26 აგ­ვის­ტოს სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. პრო­ცეს­ზე მას ად­ვო­კა­ტი არ ჰყო­ლია. თა­ვად ცდი­ლობ­და მო­სა­მარ­თლე და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ შვი­ლის სიკ­ვდილ­ში დამ­ნა­შა­ვე არ არის. 49 წლის ფრი­დონ აბ­ჟან­და­ძე ბრალს არ აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ ცამ­დე მარ­თა­ლია.
ambebi.ge 11 წლის ბიჭის დას, ნა­თია აბ­ჟან­და­ძეს სა­ბერ­ძნეთ­ში და­უ­კავ­შირ­და:


“რო­გორც მი­თხრეს, ფან­ჯრის წინ, ალუბ­ლის ხეზე იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლიო, ან იმ პა­ტა­რა ტოტ­ზე რო­გორ ჩა­მო­კი­და თავი, ან რა­ნა­ი­რად ვერ შე­ნიშ­ნეს, იქ­ვეა ოთა­ხის ფან­ჯა­რა, ისე ძა­ლი­ან წვიმ­დაო და ბავ­შვი თურ­მე სვე­ლიც არ იყო. მა­მა­ჩემს ჩა­მო­უხ­სნია, როცა პო­ლი­ცია მი­სუ­ლა, დახ­ვედ­რი­ათ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია – მი­სა­ღებ ოთახ­ში გაშ­ლილ დი­ვან­ზე იწვა თურ­მე ჩემი ძმა, გვერ­დზე მი­წო­ლი­ლი იყო მთვრა­ლი მა­მა­ჩე­მი, რო­მელ­საც ჩა­ძი­ნე­ბია. თურ­მე პო­ლი­ცი­ას კარი რომ შე­უ­ღია და მამა-შვი­ლი და­უ­ნა­ხავს დი­ვან­ზე, უთ­ქვამთ, რა ამ­ბა­ვი ატე­ხეთ, სძი­ნავ­თო. მა­მა­ჩე­მი გა­უღ­ვი­ძე­ბი­ათ და რომ მო­კი­დეს ჩემს ძმას ხელი, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ისე­თი მთვრა­ლი იყო ეტყო­ბა, გო­ნე­ბა გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და და მი­უწ­ვა თა­ვის შვილს, არ ვიცი ფსი­ქი­კუ­რად აიჭ­რა თუ არა, ვერ გე­ტყვით იქ რა მოხ­და.
მა­მა­ჩე­მი იჯდა სახ­ლში და დე­და­ჩე­მი უგ­ზავ­ნი­და ფულს, აქე­დან არ­ჩენ­და. დედა ეტყო­და ხოლ­მე მა­მას, მი­ხე­დე ავ­თოს, მე თქვე­ნი არა­ფე­რი მინ­და, ბავ­შვს არა­ფე­რი მო­აკ­ლოო. ბოლო დღე­ე­ბი რა ხდე­ბო­და, არ ვიცი, და­ლე­ვა რომ და­ი­წყო და რომ დათ­ვრა, ისევ აუ­რია ალ­ბათ. ბე­ბი­ა­ჩე­მი სახ­ლში იყო, იმას ეცო­დი­ნე­ბა, მაგ­რამ ხმას არ იღებს. ბე­ბია სხვა დროს იცავ­და ძა­ლი­ან შვი­ლიშ­ვილს, ჩვენც, გო­გო­ნებ­საც გვი­ცავ­და, როცა იქ ვცხოვ­რობ­დით. ახლა რო­გორ ვე­რა­ვინ ვერ და­ეხ­მა­რა ავ­თოს.წლის და თვე­ე­ბის იყო დედა სა­მუ­შა­ოდ რომ წა­ვი­და, მას მერე მე მო­მე­კედ­ლა, შვი­ლი­ვით ვზრდი­დი. მე ვარ 23 წლის, ის 11 წლის იყო, ჩემი უფ­რო­სი და 26 წლის არის, შუ­ა­თა­ნა 25 წლის. 
დე­დის წას­ვლის შემ­დეგ პირ­ვე­ლი მე შევ­ქმე­ნი ოჯა­ხი, მერე და­ო­ჯახ­დნენ ჩემი დები. ტყი­ბულ­ში გავ­თხოვ­დი, მაგ­რამ ჩემს ძმას მა­ინც არ მოვ­ცი­ლე­ბი­ვარ დიდი ხნით. ან იქ ვი­ყა­ვი, ან ის იყო ჩემ­თან. ბედ­ნი­ე­რი ლაღი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ბავ­შვი იყო. დედა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი­ყო. ბო­სელს ცე­ცხლი წა­ე­კი­და და რაც გვყავ­და სა­ქო­ნე­ლი, დაგ­ვეწ­ვა. არა­და, თავს მა­გით ვირ­ჩენ­დით სო­ფელ­ში.
მამა არ­სად მუ­შა­ობ­და, გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მე­ზობ­ლე­ბი, ბე­ბი­ა­ჩე­მი, ბავ­შვებს არ მო­ვაკ­ლოთ საჭ­მე­ლიო და გვაწ­ვდიდ­ნენ საჭ­მელს, მაგ­რამ რო­დემ­დე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით სხვის კმა­ყო­ფა­ზე. რომ წავიდა, დედა იქი­დან აგ­ზავ­ნი­და ფულს, ჩვენც გვერ­დში ვე­დე­ქით მა­მას და ასე მო­ვი­წყვეთ ისევ პი­რო­ბე­ბი. იმ სახ­ლში მარ­ტო კედ­ლე­ბი არ აუ­შე­ნე­ბია დე­დას, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი დე­და­ჩე­მის შრო­მით არის გა­კე­თე­ბუ­ლი…” – განაცხადა ნათია აბჟანდაძემ.
წყარო: “ამბები.ჯი”

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close