სიახლეები

გორის გვირაბში ტრაილერი ვერ გაეტია – პოლიცია ამბობს, რომ ტრაილერია დიდი და არა გვირაბი – პატარა!

loading...
loading...

გორის გვირაბში ტრაილერი ვერ გაეტია და ვენტილაციის სისტემა დააზიანა, ინფორმაციას გამოცემა qartli.ge ავრცელებს.
როგორც პოლიცია აცხადებს, ტრაილერის გაბარიტები იმ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რაც ნორმით დაშვებულია.
სატრანსპორტო საშუალების სიმაღლე ნაცვლად 4.50 მ-ისა, 4.80 მ სიმაღლის აღმოჩნდა.
სატვირთო მანქანას თურქეთის მოქალაქე მართავდა. პოლიცია არკვევს, თუ რა ფორმით მოხდეს მძღოლის დაჯარიმებას.


qartli.ge
უცნობია, რას დაადგენს პოლიცია, მაგრამ თურქული ტრაილერი, ყველა გვირაბში გაეტია, რომელიც გამოიარა – ერთი გვირაბის გარდა – ეს ფაქტია, რომელსაც ვერ წაუვალთ.
გვირაბი უნდა იტევდეს ტრაილერს, თუ ტრაილერი უნდა იყოს გვირაბის ზომის – ამ კითხვას ახლა პოლიციამ უნდა უპასუხოს!
თუ დაუშვებელია ამ გაბარიტების მანქანის მოძრაობა ქვეყნის ტერიტორიაზე, როგორ მოვიდა ტრაილერი გორამდე – უცნობია! როგორც ჩანს, მას მხოლოდ გვირაბამდე მოსვლის უფლება ჰქონდა, ალბათ, ამის შესახებ, საზღვარზე გააფრთხილებდნენ, თუ არ გააფრთხილეს, მაშინ მძღოლის ჯარიმის გარდა, კიდევ ერთი ან რამდენიმე ჯარიმაა დასაწერი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close