სიახლეები

რა აკავშირებს მსახიობ პაატა გულიაშვილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან

loading...
loading...

თეონა თამაზაშვილი ამას ჭაბაშვილზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს და აცხადებს, რომ ოჯახის მეგობარს შოთიკო ჭაბაშვილს მსახიობი პაატა გულიაშვილი ეხმარება. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა რა კავშირი აქვს მსახიობს ბაჩალიაშვილის საქმესთან და უშუალოდ შოთიკო ჭაბაშვილთან. როგორც პაატა გულიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ჭაბაშვილი მისი ნათესავია, რომელიც წლებია არ უნახავს და ბაჩალიაშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. „წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს თეონა თამაზაშვილი. არც გადაცემებისთვის მიყურებია, გასტროლებზე ვარ ქალაქგარეთ.


რაც შეეხება შოთიკო ჭაბაშვილთან ჩემს კავშირს, ის ჩემი მამიდაშვილის შვილია. ჩემი მამიდაშვილი გარდაცვლილია და დაახლოებით, სამი წელია შოთიკოს არ შევხვედრილვარ. ჩვენ ნათესავები ვართ, მაგრამ ტერიტორიული სიშორისა და დროის უქონლობის გამო, ვერ ვხვდებით ხშირად ერთმანეთს. რაც შეეხება ბაჩალიაშვილის საქმეს, მასთან არანაირი შეხება არ მაქვს“. – აცხადებს მსახიობი. შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობელი შოთიკო ჭაბაშვილს, რომელიც ჩართული იყო აქციებისა და ოჯახის მიერ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში, ვარკეთილში დახვდნენ და ის ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც, ჭაბაშვილმა სამართალდამცველებს დახმარების მიზნით, მიმართა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close