სიახლეები

დედაჩემი სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისში” იმყოფება – ანუკი არეშიძე

loading...
loading...

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის სიდედრი კვლავ სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისში” იმყოფება. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.”გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისის” ტერიტორია.

დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით”, – წერს ანუკი არეშიძე.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩაქვის სასტუმრო, სადაც კალაძის სიდედრი იმყოფებოდა, კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ 15 ადამიანმა, მათ შორის მერის სიდედრმაც დატოვა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close