ვიდეოსიახლეები

შემზარავი კადრები- მაშინ როდესაც, დედა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფულს იხდიდა, მისი 4 წლის ქალიშვილი გამტაცებელმა მანქანაში შეიტყუა და გაუჩინარდა (ვიდეო)

loading...
loading...

ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ბავშის გატაცების სენსაციური კადრები. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდან დადგინდა, რომ უკრაინაში ბენზინგასამართ სადგურზე, მცირეწლოვანი გოგონა მამაკაცმა მოტყუებით ჩასვა მანქანაში, ამ დროს კი ბავშვის დედა შენობაში იყო შესული ფულის გადასახდელად. აღნიშნული შემთხვევა მოხდა კიევიდან 25 მილის მოშორებით, ქალაქ ბორისპოლში.
კადრებში ჩანს შავ სპორტულ ქურთუკსა და მუქი ფერის ჯინსის შარვალში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც 4 წლის ელიზავეტა კოლისნიჩენკოს მიაცილებს და სვამს თეთრი მანქანის უკანა სავარძელზე. გამტაცებელმა ისარგებლა მომენტით, როცა გოგონას დედა სალაროში ფულს იხდიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მამაც იქვე იყო- იგი მანქანაში იჯდა, ამასობაში კი შვილი ისე მოსტაცეს, რომ არც კი გაუგია.
მას შემდეგ, რაც მშობლებმა ბავშვის გატაცების შესახებ პოლიციას განუცხადეს, სამართალდამცავებმა ყველა არსებული რესურსი გამოიყენეს გამტაცებლისა და ბავშვის საპოვნელად. ბოროტმოქმედი აღნიშული ფაქტიდან 2 საათში იპოვეს ბორისპოლის აეროპორტთან . მიუხედავად ძებნის განმავლობაში სირთულეებისა, მათ იპოვეს მცირეწლოვანი ბავშვი და მშობლებს დაუბრუნეს, გამტაცებელი კი დაკავებულია- ამ დრომდე უცნობია თუ რამდენხნიანი პატიმრობა ემუქრება ბოროტმოქმედს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close