სიახლეები

„მამისისთვის უთქვამს, ისეთ ადგილას წავალ, თავს მოვიკლავ, რომ ვერ მიპოვითო… ადგა და შაბათს თავი მოიკლა“ – რა ვერსიის სჯერა ბაჩალიაშვილის ბებიას

loading...
loading...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებიას რიტა ზურაბაშვილს 23 წლის პროგრამისტის საქმეში თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა. გარდაცვლილის ბებია POSTV- სთან მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ მის შვილიშვილს ოჯახთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, ბაჩალიაშვილი თავის უფროსზე ცალმხრივად იყო შეყვარებული.
„ოჯახში მანამდე უკამათიათ რაღაცეებზე. ეს ბავშვი სასტიკად ვერ იტანდა კამათს. დედა რომ ვეღარ აჩერებდა, ისევ გამოუძახია პატრული. სიმთვრალეში ის კაცი [მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი] პათოლოგია. ცალკე ცხოვრობდა. მაგას ისანზეც აქვს ბინა, სამგან თუ ოთხგან აქვს. კარგახანია ეგენი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თამუნა სახლიდან დისტანციურად მუშაობდა. ძმა არქიტექტურულზე სწავლობს და მამამ თავისთან გადაიყვანა. გამოცდები ჰქონდა ჩასაბარებელი“, – აცხადებს ბაჩალიაშვილის ბებია.
მისივე თქმით, თამუნამ დედის მიერ პატრულის გამოძახება გააუქმა და უთხრა, რომ შეეშალათ.
„ძალიან ახლო მეზობლებისგან ვიცი, 10 დღის განმავლობაში სულ კამათობდნენო. ამ დროს თამუნა ხო შეყვარებულია, ვერ ნახულობს თავის უფროსს, ამდგარა და მიუწერია, ნიკაო, მე მივდივარ სამსახურიდანო. იფიქრა, ნიკა თუ ჩემზე რაღაცას ფიქრობს, ან სიმპატიები აქვს, ხომ შემეხვეწება რატომ მიდიხარო. ნიკას მიუწერია თამუნასთვის, ეგრე არ ხდება, ორშაბათს მოდი, ხელი მოაწერე, ლეპტოპი ჩაგვაბარე და შენი ნივთები წაიღეო. ამან ადგა და შაბათს თავი მოიკლა. ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა. ჩემი გაზრდილი ბავშვია. ოჯახური სიტუაცია არეული, ვერავის ვერაფერს უყვება, ბებო აქ არ ჰყავს, ვისთანაც მოვიდოდა და აი, ეს გააკეთა. რატომ დადიოდა ასე სოფელ-სოფელ? რატომ წავიდა? მამამისისთვის ისიც უთქვამს, ისეთ ადგილას წავალ, თავს მოვიკლავ, რომ ვერ მიპოვითო. აი, მაშინ ჩხუბის დროს”, – ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.


რიტა ზურაბაშვილის თქმით, ოჯახურ კონფლიქტს თამარ ბაჩალიაშვილის დედ-მამა მალავს.
„რატომ არ აწვება ის ადვოკატი ან დედას ან მამას, როცა გამოკითხვები ჰქონდა და უთხრეს, რომ ამათ ოჯახური კონფლიქტი ჰქონდათ. რატომ არ ეკითხება რა მოხდა?! რატომ ატეხა დედამ დღის 12 საათზე შვილის ძებნა? როცა შენი შვილი სტუდენტია, დამოუკიდებელია, მუშაობს და კონფერენციიდან მოვიდა. პირველის 10 წუთი, სახლში არ დახვდა თამუნა და იმ წუთიდან დაიწყო სად წავიდა, რატო წავიდა, როგორ წავიდა. ლეპტოპი სადაც მიდიოდა, თან დაჰქონდა. დატოვებული სახლში ყველაფერი. ფლეშკა გამოძრობილი. ახლა რომ იძახიან ფლეშკა რა უყოო. გამოაძრო და გადააგდო. ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო, ამ სცენარს თვითონვე იდგამდა თავისთვის. ის წამლებიც… ხომ დაუდგინდა, წამლები დალეული აქვს. არაო ვიღაც დაალევინებდაო, ვინ დაალევინა ის მესამე პირი ვინაა?“, – ამბობს რიტა ზურაბაშვილი.
მისივე თქმით, თავისი დისშვილი, თეონა თამაზაშვილი რობოტადაა ქცეული.
„ჩემი მეორე და თურმე საჭმელს აკეთებდა, ეს ადვოკატი რომ მისულა. თეონასთვის უთქვამს, არავის გაკეთებული საჭმელი არ ჭამო, შეიძლება მოგწამლონო. რატომ უნდა მოეწამლა მაგალითად, დეიდას დისშვილი?! გეკითხებით, რა უნდა დაელევინებინა, რა უნდა გაეკეთებინა? ჩემმა დამ რომ გააკეთა საჭმელი, თეონამ არ ჭამა”, – იხსენებს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.
მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს ბავშვობაში თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, რადგან მშობლებმა იჩხუბეს, დედამ მამის წინააღმდეგ წერილი დააწერინა და ძლიან განიცადა.
„მე ვამბობ, რომ ბავშვი თვითმკვლელობას ჩაიდენდა. ძალიან იყო ემოციებით დატვირთული, ოჯახშიც არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მერე ცალმხრივად იყო შეყვარებული თავისივე უფროსზე, ვისაც წერილი მიწერა. ეს თამუნას დაწერილი წერილია. არასასიამოვნო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. აქ ვიწროდ ცხოვრობენ, ოთახნახევრიანში, მამას 5 დეკემბერზე ბინა აქვს უცხოელებზე გაქირავებული, რომ შემოსავალი ჰქონდეთ. დისტანციურად სახლიდან მუშაობდა. ეტყობა ამ შეყვარებულს ვერ ხედავდა. ამით დაიძაბა. ერთხელ ჩემთან რომ მოვიდა, მოვილაპარაკეთ, საცხოვრებლად ჩემთან გადმოდი-მეთქი. კარგი აზრიაო. მე ინტერნეტი არა მაქვს სახლში, პენსიონერი ვარ, ვერ ვიხდი. ვიცოდი, რომ კარგი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ინგლისში უნდოდა სწავლა აუცილებლად და კაპიკ-კაპიკ აგროვებდა“, – იხსენებს რიტა ზურაბაშვილი.
წყარო: resonancedaily.com

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close