სიახლეები

(ვიდეო) – მკვლელობების სერიის დაანონსება გლდანის ციხიდან – ხმაურიანი გარჩევები შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა შორის საკანში (სკანდალური ფარული ჩანაწერი)

loading...
loading...

სკანდალური ვიდეოჩანაწერები საკნიდან, სადაც სასჯელს შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები იხდიან.
როგორც ირკვევა სუს-ს შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულების საკანში სათვალთვალო ვიდეოკამერები და ხმის ჩამწერები ჰქონდა დამონტაჟებული.
ფარული ჩანაწერები წყარომ “ტვ პირველს” მიაწოდა.
“ტვ პირველი” საკანში დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებს აქვეყნებს. ამ ჩანაწერებში შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულები საქმეში არსებულ იმ უცნობ დეტალებზე საუბრობენ, რომლებიც ჩვენებებში არ უხსენებიათ.
ჩანაწერში ერთ-ერთი ბრალდებული საუბრობს, რომ თუ მას შეუფარდებენ სასჯელს და გაუშვებენ ციხეში, მაშინ ამას მოყვება მკვლელობების ახალი სერია, მოხდება მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია.
ვიდეოჩანაწერში საუბარია ასევე ანი გაბეჩავაზეც, რომელიც, როგორც ამბობენ, მათ 15 000 ლარს თხოვდა.
ჩვენებებში სიტყვაძუნწი ბრალდებულები ჩანაწერში დეტალურად იხსენებენ მომხდარს და საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობენ.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close