სიახლეები

”საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა” – ესპანეთში ქართველი ემიგრანტი ქალი დაიღუპა…

loading...
loading...

ესპანეთში ქართველი ემიგრანტი, მარინა კორტავა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„თვითეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია….ნათელი დაუმკვიდროს უფალმა……საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა…..
„შოთო სიხარულიძე ქართველი” ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო , ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო.

მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.
უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია…
“ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”, – წერს შოთო სიხარულიძე

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close