სიახლეები

“სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით დაიწყება…უბრალოდ ძალიან გთხოვთ, გაუძელით!“ – 23-ე სკოლა განცხადებას ავრცელებს

loading...
loading...

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა ლისის ტბაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ 12 წლის მოზარდთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„რამდენიმე დღეც და სასწავლო წელი დაიწყება. ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით…
რამდენიმე დღეა ვცდილობთ რაღაც ფორმით გამოვხატოთ დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი, თუმცა გვიჭირს ძალიან…
ალბათ ყველა სიტყვა ფუჭია..
რამდენიმე დღე N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები მივდიოდით ერთ ქუჩაზე, ერთ ულამაზეს ოჯახში…
და ვემშვიდობებოდით ჩვენს მზე – ბიჭს, – მათე გოგიას, მხიარულ და საყვარელ ბიჭს. ის გაუგებრობის და დაუდევრობის მსხვერპლია.


შეძრულია მთელი სკოლა, ყველა მოსწავლე თუ კურსდამთავრებული.არ არსებობს დასამშვიდებელი სიტყვები, რომელიც შეიძლება ვუთხრათ შოთიკოს და სალომეს, მათეს მშობლებს, არც ერთს ფასი არ ექნება …
უბრალოდ ძალიან გთხოვთ – გაუძელით!
ჩვენ – მასწავლებლები, მათესა და ლუკას თანაკლასელები თუ მეგობრები, მშობლები , ყველანი ვართ თქვენს გვერდით, ლუკას გვერდით…
ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას…. და გაიზიარეთ ჩვენი – სკოლის მწუხარება : მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან!წავიდა მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი… დედისა და მამის გულის ნაწილი, ლუკას დიდი ტკივილი…..
ძალიან მწარე ხარ, შვილო….“- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 31 აგვისტოს ლისის ტბის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პატრულის მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა.მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
წყარო: newposts.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close