სიახლეები

“8 წლის წინ ცხოვრების გზაზე წაქცეულს, ჩამკიდა თავისი სუფთა ხელი და უსასრულო სიყვარულით იტვირთა ჩემი ცოდვილი სიცოცხლე” – რას წერს ლუკა კურტანიძე მეუღლეზე

loading...
loading...

და­ზე­ნის” პი­არ­მე­ნე­ჯერ ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს უძღვნის:
“აი, ამ ადა­მი­ან­მა 8 წლის წინ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე წაქ­ცე­ულს, უამ­რავ ბრძო­ლა გა­მოვ­ლილს და დაღ­ლილს ტკი­ვი­ლე­ბით, ჩამ­კი­და თა­ვი­სი სუფ­თა ხელი და უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რუ­ლით იტ­ვირ­თა ჩემი ცოდ­ვი­ლი სი­ცო­ცხლე! ამ ულა­მა­ზე­სი სიყ­ვა­რუ­ლით, რო­მე­ლიც სი­ტყვით არ და ვერ გად­მო­ი­ცე­მა, მომ­ცა უმ­თავ­რე­სი სი­ცო­ცხლის სურ­ვი­ლი და ამას­თა­ნა­ვე მსოფ­ლიო მწვერ­ვალ­ზე, ისევ მაბ­რძო­ლა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს­თვის, ისე რომ ერთი წუ­თი­თაც არ შედ­რე­კი­ლა ამ ურ­თუ­ლეს გზა­ზე. პი­რი­ქით, ჩემი ფარი და ხმა­ლი გახ­და, რო­მე­ლიც მე­ა­მა­ყე­ბო­და ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში .. ასე ერ­თად 4-ჯერ მო­ვი­პო­ვე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი – ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, მა­კე­დო­ნი­ა­ში, ბულ­გა­რეთ­ში და შარ­შან აქ თბი­ლის­ში. და­მიბ­რუ­ნა ის სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა, რაც აღარ მქონ­და ცხოვ­რე­ბის გზა­ზე გაბ­ნე­ულს… ის და­კარ­გუ­ლი სი­ხა­რუ­ლი და­მიბ­რუ­ნა… არ ვიცი, აქ იმის მე­ა­თასე­დი არ და­ე­ტე­ვა, რაც მინ­და ვთქვა ამ ღვთის­წყა­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რეა და ყვე­ლა­ზე დიდი ტი­ტუ­ლი, რაც მსოფ­ლი­ო­ში მო­მი­პო­ვე­ბია!

დიახ, ბედ­ნი­ე­რი ვარ და უსა­ზღვროდ მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩემი ჯვარ­და­წე­რი­ლი მე­უღ­ლეა! დიახ, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ასე­თი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და ამას­თა­ნა­ვე კალ­მით ნა­ხა­ტი სი­ცო­ცხლე მი­წყა­ლო­ბა უფალ­მა! დიახ, მთე­ლი ჩემი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე და უპირ­ვე­ლე­სად უფ­ლის წი­ნა­შე მინ­და, ჩემს თა­ნა­მე­ცხედ­რე ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს მუხ­ლმოყ­რი­ლი მად­ლო­ბა შევ­წი­რო უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რუ­ლის­თვის… უდი­დე­სი სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­ტე­ხი­ლე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბის­თვის და ამას­თა­ნა­ვე ულა­მა­ზე­სი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის სი­ხა­რუ­ლის­თვის… ასე­ვე უდი­დე­სი მოთ­მი­ნე­ბის­თვის… უამ­რა­ვი ტკი­ვი­ლის დათ­მე­ნის­თვის და, რაც მთა­ვა­რია, ღირ­სე­უ­ლი მე­უღ­ლე­ო­ბის­თვის…. დღეს ამ ულა­მა­ზე­სი ადა­მი­ა­ნის და­ბა­დე­ბის დღეა ცრემლნა­რე­ვი ვამ­ბობ მთე­ლი ერის წი­ნა­შე – ბოლო ამ­სუნ­თქვამ­დის ასე ცაში ღმერ­თამ­დე მიყ­ვარ­ხარ, ჩემო უფ­ლის ულა­მა­ზე­სო წყა­ლო­ბავ. ისევ გა­ვი­მე­ო­რებ… ათას­ჯერ მო­ვიყ­რი მუხლს და თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი გე­ტყვი მა­პა­ტიე…. მა­პა­ტიე ჩემი ცოდ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბის დიდი ტვირ­თი… მა­პა­ტიე, ჩემო იმე­დო… ჩემი უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რუ­ლი შენ­და­მი. ეს არის ის მცი­რე­დი, რაც სი­ტყვით გა­მო­ით­ქმის… ისე კი ათას­ჯერ მე­ტია სულ­ში… გა­მო­უთ­ქმე­ლად რა­საც ვგრძნობ… უფალს შევ­თხოვ ერთს, როცა დად­გე­ბა ჩემი სი­ცო­ცხლის და­სას­რუ­ლი… აი, მა­შინ მათ­ქვე­ნოს შენ­თვის, რომ უბე­დი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, რომ შენ ასე ღმერ­თამ­დე არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რად მიყ­ვარ­დი და თუ შენი სუფ­თა ცრემ­ლი და­მე­ცე­მა სულ მი­ლე­ულს, მა­შინ იქ ღმერ­თთან ბედ­ნი­ე­რი წარვსდგე­ბი… პა­ტი­ე­ბას ვი­თხოვ ასე­თი პირ­და­პი­რო­ბის­თვის…. უბ­რა­ლოდ ასე გიყ­ვარ­დეთ ის, ვინც გა­ცო­ცხლებთ ამ ქვე­ყა­ნა­ზე! მეტი არა­ფე­რია სი­ცო­ცხლე…”, – წერს ლუკა კურ­ტა­ნი­ძე.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close