სიახლეები

ბატონო ამირან, მოგიწოდებთ, რომ შეწყვიტოთ ეს სიყალბე და ემსახუროთ სიმართლეს!

loading...
loading...

„ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვად ტომარაძე სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძეს პასუხობს:
„ბ-ნ ამირან გუშინ ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ სოციალურ  ქსელში და საზოგადოებაში არიან ჯგუფები, რომლებიც ამბობენ რომ კორონა არ  არსებობს. მე ჯერ არსად გამიგია, ვინმე ნორმალურს ეთქვას, რომ კორონა  ვირუსი ან არარსებობს ან მისგან ხალხი არ იღუპება, მაგრამ სხვა საქმეა იმ  მსოფლიო „კორონა-პანდემიის” ტყუილში მხილება, რომელიც თავს მოახვიეს  კაცობრიობას!
ბ-ნ ამირან, თქვენ გუშინ ასევე მოუწოდეთ საზოგადოებას: როდესაც  დაინახავთ, რომ საზოგადეობრივ ტრანსპორტში ვინმეს ნიღაბი სწორად არ უკეთია, შენიშვნა მიეცითო. თქვენ ხომ იცით რომ პირბადე ჯანმრთელ ადამიანს არ  სჭირდება და ასევე ვერ იცავს ადამიანს ვირუსისგან, მითუმეტეს პირბადე  რომელიც მრავალჯერადად გამოყენებულია? თქვენ ასევე მოუწოდებდით  საზოგადოებას აღდგომას ეკლესიაში არ წახვიდეთო, თქვენი მეგობარი პაატა  იმნაძე კი კუბოებით აშინებდა ხალხს. მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ცდებოდით და  აღიარეთ, რომ საქართველოში, რელიგიურ დღესასწაულებზე ვირუსის ფართოდ  გავრცელების ფაქტები არ არსებობს.

ასევე შეგახსენებთ, როდესაც მოქალაქეებს  ავტომობილში წინა სავარძელზე ოჯახის წევრის დაჯდომას უკრძალავდით და  ტრანსპორტი არ მუშაობდა, 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის დროს, თქვენ და  პაატა იმნაძემ ლუგარის ლაბორატორიის ეზოში ხეების დარგვის აქციაში მიიღეთ  მონაწილეობა! ამის ამსახველი კოლექტიური ფოტოც, სადაც დისტანიის და  ნიღბების გარეშე ხართ 20-მდე ადამიანი, დაიდო დაადავადებათა კონტროლის  ცენტრის ოფიციალურ საიტზე! საგანგებო მდგომარების დარღვევას რომ თავი  დავანებოთ, როდესაც საზოგადოებას ავალდებულებდით დისტანციის დაცვას და  პირბადის ტარებას, ვალდებულნი იყავით ჯერ წესები თვითონ დაგეცვათ,  მითუმეტეს საჯარო ფოტოზე! როდესაც ამის შესახებ გამხილეთ რამდენიმე წუთში  ფოტო საიტიდან წაშალეს, იმიტომ რომ მართალი ვიყავი!
მესმის, რომ ხელისუფლება ღიად ვერ წავა მსოფლიო კორონააფიორის  წინააღმდეგ და ლავირება აუცილებელია, მაგრამ გადაწყვეტილებები ლოგიკასთან  ახლოს ხომ უნდა იყოს? საბავშვო ბაღების გახსნის 1 ოქტომბრამდე გადაწევა რას ემსახურება? 1 ოქტომბრის შემდეგ კორონა კანკუნში მიდის დასასვენებლად? ან  სკოლის მოსწავლეების შერეული დასწრების მოდელი რას ნიშნავს? კორონას  კლასების მიხედვით გარჩევითობის უნარი გააჩნია? ან უსიმპტომო პაციენტი რას  ნიშნავს? ან უსიმპტომო პაციენტებს როგორ უნდა უმკურნალოთ სასტუმროებში?  ქორწილებს და ქელეხებს რომ კრძალავთ, საარჩევნო შეკრებებს კი არა, რა  მასკარადთან გვაქვს საქმე?
ბ-ნო ამირან თებერვალსა და მარტში, სანამ მოსახლეობა გაერკვეოდა თუ  რასთან გვქონდა საქმე, საზოგადოებაში დიდი სიყვარული დაიმსახურეთ,  შეგახსენებთ იმასაც, რომ სიყვარულსა და სიძულვილს შორის ძალიან მცირე  მანძილია! ამიტომ მოგიწოდებთ, რომ შეწყვიტოთ ეს სიყალბე და ემსახუროთ  სიმართლეს!”

წყარო: http://fbmediatv.com

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close