სიახლეები

„დააბრუნეთ თვითიზოლაცია და კომენდატის საათი. გარწმუნებთ, ასე უმჯობესია” – ხათუნა ხოფერია

loading...
loading...

დღეს კოვიდინფიცირებულთა ყველაზე მაღალი რიცხვი – 87 დაფიქსირდა. ამ ფაქტს ყოფილ დეპუტატი ხათუნა ხოფერიას ასე ეხმაურება:
„ვინაიდან, კორონას შემოტევის მეორე ტალღა ასეთი სიმძაფრით დაიწყო,  სტატისტიკა გასამმაგდა, კლასტერების არსებობის არეალი ძნელად დასადგენია და ისევ სიკვდილიანობის გაზრდას პროგნოზირებენ, ხომ არ სჯობს, ისევ გადავიდეთ თვითიზოლაციის რეჟიმზე. კომენდატის საათზე, საბანკო და საპემსიო  შეღავათწბზე, ონლაინ სწავლებაზე.
ნიშნისმოგებით არ ვწერ! მართლაც, წარმოუდგენელია სკოლებში დაწესებული  დასწრება. კვირაში 2-ჯერ უნდა მივიდნენ და დაესწრონ გაკვეთილებს. დანარჩენი დღეები ინტერნეტით ისარგებლონ და იმ ორ დღესთან დაკავშირებით  ხელშეკრულებაა გაფორმებული კორონავირუსთან, რომლის მიხედვითაც, უს არ  დააინფიცირებს ბავშვებს თუ როგორაა ეგ საქმე?!


ან საარჩევნო უბანზე როგორ იქნება, სიებში ნიღბიან ფოტოებს ჩააკრავენ თუ ნიღბის მოხსნა დაჭირდება ყველას იდენტიფიცირებისათვის?!.. თუ როგორაა ეს  ამბავი?!… მაღაზიაში არ შეიძლება და უბანზე კორონა ამომრჩეველს არ  ეკარება?! ან დრო თუ დათვალეს, რამდენად გაზრდის უბანზე ერთი ადამიანის  ყოფნას დეზინფიცირება, ნიღბის მოხსნა- გაკეთება, ან როგორ უნდა ისხდნენ  კომისიის წევრები, დამკვირვებლები, წარმომადგენლები 20-22 საათი ერთ ოთახში ნიღბებით და დისტანცირებულები? ეს ისე, უცებ რაც გამახსენდა
ჰო და, დააბრუნეთ თვითიზოლაცია! კომენდატის საათი! გარწმუნებთ, ასე უმჯობესია!”
, – წერს ფეისბუქზე ხათუნა ხოფერია.

წყარო: resonancedaily.com

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close