სიახლეები

”ზურგი ძალიან მტკივა, ძლიერ მახველებს და საჭმლის გემოსაც ვეღარ ვგრძნობ” – როგორ არის ვირუსით დაავადებული რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ახლა?

loading...
loading...

“რუს­თა­ვი 2”-ის ჟურ­ნა­ლის­ტი, თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძე, რომელსაც ცოტახნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოდან სოც ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცველად გთავაზობთ:
“მარ­ტი­ვი არ არის ამ ნაც­რის­ფერ ოთახ­ში, ჩემ­თვის გან­კუთ­ვნილ ოთხ კვად­რა­ტულ­ში და­ვე­ტიო… ზურ­გი ისევ გა­უ­საძ­ლი­სად მტკი­ვა, სა­ღა­მოს ცოტა სუნ­თქვა გა­მიძ­ნელ­და, ხვე­ლა და­მე­წყო და ინ­ჰა­ლა­ცია დამ­ჭირ­და…დი­დად პო­ზი­ტი­უ­რად მო­აზ­როვ­ნე არ ვარ და წა­მი­ღო ცუდ­მა ფიქ­რებ­მა. იღე­ბა კარი და ცოტა გა­ო­ცე­ბუ­ლი, გა­და­ფუ­თუ­ლი მედ­და შე­მო­დის ბუშ­ტე­ბით (უფრო კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს) და ამა­ნა­თით ‘ცხო­მე­ლი­ძე კო­რო­ნა 6’.
არც ავ­ტო­რი ეწე­რა ზედ და არც წე­რი­ლი ახ­ლდა. ტი­რილს რომ მოვ­რჩი, ავი­ღე ტე­ლე­ფო­ნი და და­ვუ­რე­კე ქე­თის, ამო­ვი­ცა­ნი ერთ წამ­ში ან რო­დის მო­ა­ხერ­ხე და­თას ხელ­ში, ან რამ­დე­ნი იფუს­ფუ­რე, მად­ლო­ბა კი არა, ამ დროს სულ სხვა ეფექ­ტი ქო­ნია ყუ­რა­დღე­ბას…”, – წერს ჟურნალისტი.
ჟურნალისტმა რამდენიმე საათის წინ პოსტი კიდევ გამოაქვეყნა და წერს:


დღეს ახა­ლი ისაა, რომ მახ­ვე­ლებს. უფრო მე­ტად, ვიდ­რე გუ­შინ, მაგ­რამ არა ძა­ლი­ან. გემო დავ­კარ­გე. ნა­ნამ კი­ე­ვუ­რი გა­მო­მიგ­ზავ­ნა და მარ­ტო ის გა­ვი­გე, რომ თბი­ლი იყო და ლა­მა­ზიც. ჩვენს სარ­თულ­ზე სიმ­შვი­დეა, მე-6-ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი არ ყავთ, ექი­მე­ბი სა­დღაც სხვა­გან არი­ან. მედ­და ლალი დაქ­რის ზე­მოთ-ქვე­მოთ პე­რი­ო­დუ­ლად შე­მო­ა­კა­კუ­ნებს ხოლ­მე, ხან წა­მალს ტო­ვებს კარ­თან გა­რეთ, ხან საკ­ვებს.დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე დე­ზინ­ფექ­ცი­აა დე­რე­ფან­ში. ‘-მიდი მალე მო­წამ­ლე და ჩაი დავ­ლი­ოთ’ გუ­შინ მო­მეს­მა კა­ხე­ლებს ქო­ნი­ათ იუ­მო­რი კო­ვიდ-მე­ზო­ბე­ლი მყავს ვე­ლის­ცი­ხი­დან.”

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close