სიახლეები

დავრეკე 112-ში და ვუთხარი, რომ გადავხტებოდი – კარანტინში მყოფი მოქალაქე

loading...
loading...

ბოლოს 112-ში დავრეკე და ვუთხარი, რომ გადავხტებოდი ფანჯრიდან, სხვა გზა არ მრჩებოდა – ამის შესახებ საკარანტინო სივრცეში მყოფმა პირმა report.geს განუცხადა.
ნოდარ გიგანის თქმით, კარანტინში გაუსაძლისი პირობებია, სიგარეტის ფასი ორმაგია, ხოლო არსებული პროდუქტი – მომწამლავი.
” ყველაფერი გავაკეთე რაც შეიძლებოდა, ბოლოს 112-ში დავრეკე და ვუთხარი, რომ გადავხტებოდი ფანჯრიდან, სხვა გზა არ მრჩებოდა და ამაზე ჰქონდათ რეაქცია. ამ ზარის მერე მოვარდა მთელი სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და მეხვეწებოდნენ არ გადმოხტეო. სამი დღეა ვიძახი,

გადავხტებითქო და კორონას არ მომაწერთთქო. აქ არის გაუსაძლისი პირობები, სიგარეტი ორმაგი ფასი, კერძოდ 10 ლარი ღირს. გაჭმევენ დამპალ პროდუქტს, რომელიც იწვევ ფაღარათს, ეს ერთ-ერთი სიმპტომი არის კორონავირუსის. ხუთი დღეა ვცდილობ და ვერ დავუკავშირდი, ვერც ჯანდაცვის სამინისტროს და ვერც ტურიზმის სააგენტოს. იმუნოლოგებს მე არ ვენდობი, არც ცერცვაძეს, არც იმნაძეს და არც გამყრელიძეს. ჩემთვის სანდო პირები თბილისში არიან და მოვითხოვე იქ გადაყვანა, ან თვითიზოლაციაში გადასვლა. ყველა პირობას ვაკმაყოფილებდი, თუმცა არ მიშვებენ. დღეს არის მეათე დღე, რაც აქ ვარ. პრემიერმა თქვა რვა დღემდე შემცირდა საკარანტინე ვადაო, ეს რომ ვთქვი, თანამშრომლებმა, ეტყობა პრემიერმა იბჟუტურა რაცხაო. უკვე ამიღეს PCR ტესტი და სავარაუდოდ დღეს გამიშვებენ.”– განაცხადა თვითიზოლაციაში მყოფმა ნოდარ გიგანმა report.ge-თან საუბრისას 
შეგახსენებთ, ბათუმში, ახალ ბულვარში ერთ-ერთ საკარანტინო სასტუმროში მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადახტომით იმუქრებოდა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close