სიახლეები

ოქტომბერსა და ნოემბერში ვირუსისგან უფრო მეტი დაიხოცება – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოურიდებელი პროგნოზი

loading...
loading...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი, ჰანს კლუგე ამბობს, რომ ოქტომბერი და ნოემბერი უფრო მკაცრი იქნება, რადგან ამ დროს კორონავირუსისგან უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. 
„ეს არის მომენტი, როდესაც ქვეყნებს ამ ცუდი ინფორმაციის მოსმენა არ სურთ. მეც მინდა, პოზიტიური ინფორმაცია გავავრცელო იმის შესახებ, რომ პანდემია

ამა თუ იმ დროს დასრულდება. გამუდმებით მესმის, ვაქცინა პანდემიას დაასრულებს, რასაკვირველია, ეს ასე არაა. ჯერ ისიც კი არ ვიცით, ვაქცინა მოსახლეობის ყველა ჯგუფზე იმოქმედებს თუ არა“,- აღნიშნა ჰანს კლუგემ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპაში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, გასნსაკუთრებით ესპანეთსა და საფრანგეთში.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close