სიახლეები

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა მოჭიდავემ მკვლელობის ღამე დეტალურად გაიხსენა – რა თქვა ტატიშვილმა?

loading...
loading...

დღეს, 16 სექტემბერს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიგა ტატიაშვილმა ბრალდებისა და დაცვის მხარის კითხვებს დეტალურად უპასუხა.ბრალდებულმა დეტალურად მოყვა თუ რა მოხდა ავტომაგისტრალზე და დაადასტურა, რომ მისმა თანმხლებმა პირებმა გიორგი ქათამაძე სცემეს. მაგრამ კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა ჩხუბში, ბრალდებული ამას ვერ იხსენებს. გიგა ტატიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ რკინის ხელკეტი ნამდვილად ჰქონდა ნიკა ჟვანიას და მან კოკო ღიბრაძის მიმართულებით მოიქნია ის. მან ასევე განაცხადა, რომ შაქარაშვილის და მისი მეგობრების ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ.


ტატიაშვილმა ასევე თქვა, რომ მისი ავტომობილის ყველა მგზავრი მონაწილეობდა დაპირისპირებაში და ჩხუბის შეწყვეტის მიზნით მან დაიძახა, რომ პოლიცია მოდიოდა, რის შემდეგაც მათ შეწყვიტეს ჩხუბი და ჩასხდნენ ავტომობილში. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სახებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close