
რუსეთში 13 წლის ორსული გოგონა დარია აცხადებს, რომ 10 წლის ბიჭი ვანია მისი შვილის მამაა.ინგლისური Mirror-ის ინფორმაციით, ექიმები ამ ფაქტს დაუჯერებლად მიიჩნევენ, რადგან შეუძლებელია, რომ 10 წლის ბიჭს გოგონას დაორსულება შეეძლოს.
თუმცა, ამ ფაქტს არც ბიჭი უარყოფს. მისი განცხადებით, მას და დარიას 1 წელზე მეტი ხნის ურთიერთობა აქვთ და ისინი ღამე ერთად ხშირად რჩებოდნენ ხოლმე.
მოზარდების განცხადების არც პოლიციას სჯერა. მათ არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით საქმე აღძრეს და ბავშვის რეალურ მამას ეძებენ.

დატოვეთ კომენტარი