სიახლეები

24 საათი მაშიმშილეს, ჩაიც არ გახსენებიათ, სარდაფია… – რა ინფორმაციას ავრცელებს გედევან ფოფხაძე “რესპუბლიკურიდან”

loading...
loading...

დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში მშრალ შიმშილობაზე იყო და მისი კვება არავის გახსენებია.  “ის, რომ მე 24 საათის მანძილზე მშრალი შიმშილობა მომიწია და არავის გახსენებია, რომ ადამიანს შეიძლება საკვები დასჭირდეს. შეიძლება მე უნდა მომეთხოვა, მაგრამ 24 საათი ადამიანს რომ სადმე ამყოფებ, ალბათ, რაღაც უნდა შესთავაზო”, – განაცხადა დეპუტატმა. ფოფხაძემ აღნიშნა,


რომ საავადმყოფოში არა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უსაფრთხოება ირღვევა, რადგან ყველა პაციენტი საერთო სველი წერტილით სარგებლობს, გარდა ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად სარდაფია, რადგან ოთახებს ფანჯრები არ აქვს. გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 12 სექტემბერს დაუდასტურდა, ის მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close