სიახლეები

ფულის გათეთრების სქემებია, ამ გოგომ ცოტა მოუკრეფავში შეტოპა – რას ამბობს პირი, რომელმაც რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა

loading...
loading...

ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტი თავს არ მოიკლავდა, რადგან ის გახდა უნებლიე მოწმე დიდი ფინანსური აფიორის და ამიტომ, იძულებულები გახდნენ, მოეშორებინათ.
„ეს ფოტოები მე მოვიპოვე, ჩემი თხოვნით, ჩემმა მეგობრებმა, პარტნიორება, კონფიდენციალური წყაროს მეშვეობით ეს ფოტოები გადმომაწოდეს მე, მე მივეცი რამიშვილის იმიტომ, რომ ბაჩალიაშვილის საქმე არის კერძო ეპიზოდი იმ დიდი საქმის, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ. საერთაშორისო აფიორაა ძალიან სერიოზული, დიდ ფინანსურ აფიორას უკავშირდება, ფულის გათეთრების სქემებია, თავს იყრის მათ შეფთან, რეიხბახი ცნობილი [..] და საქართველოს,

როგორც სხვა ქვეყნებს ძალიან კარგად იყენებენ. მოკლედ რომ გითხრათ, ამ გოგომ თავისდა სამწუხაროდ ცოტა მოუკრეფავში შეტოპა, აიღეს და მოიშორეს ყოველი შემთხვევისთვის. მარტივი და ცალსახაა, მათი დასკვნა არის ყალბი, – თქვა დავით ფურცხვანიძემ“.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ რამიშვილმა საჯაროდ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომელმაც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close