საზოგადოება

“ძალიან მინდა შევქმნა მეორე ოჯახი, ეს უნდა იყოს საბოლოო” – ნინი ბადურაშვილი

loading...
loading...

“ძალიან მინდა, შევქმნა მეორე ოჯახი” – ეს განცხადება ნინი ბადურაშვილმა “ფორტუნასთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში გააკეთა.
“ვერ მოხდება ის, რომ ოჯახი შევქმნა და სახლში დავჯდე. არ ვარ ასეთი ტიპაჟი. ძალიან მინდა, შევქმნა მეორე ოჯახი. ჯერ არავინ შემყვარებია და არ ვფიქრობ, რომ მას უნდა დავუკავშირო ჩემი ცხოვრება. ყველამ იცის, რომ ერთხელ გავთხოვდი და გავშორდი. მეორედ აღარ მინდა, რომ ეს მოხდეს ჩემს ცხოვრებაში.
ბავშვსაც ტრავმას აყენებ ამ გაშორებით. თუკი მეორედ შევქმნი ოჯახს, უნდა მოხდეს ძალიან გააზრებულად, ნაფიქრად და ძალიან დიდი სიყვარულით. აუცილებლად მოხდება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს უნდა იყოს საბოლოო.


ალბათ, შევქმნი ოჯახს, მაგრამ პირველ რიგში, ძალიან დიდი სიყვარულით. მინდა შვილები გავაჩინო. გარდა ამ ყველაფერისა, მინდა მქონდეს ჩემი საქმე და მაქვს ბიზნესიდეებიც. იცი, კიდევ რას მივხვდი?
რაშიც დიდ ენერგიას ჩადებ, ის აუცილებლად გამოდის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ასეა. მე იღბლიანიც ვარ და შრომასაც ვდებ.” – განაცხადა ნინი ბადურაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close