სიახლეები

‘’16 წლის მოზარდი უგონო მდგომარეობაში ნახეს, რომელსაც სხვა და სხვა დასახელების აბები ჰქონდა დალეული“ – კასპის მუნიციპალიტეტში ბავშვმა სავარაუდოდ სკოლის დირექტორთან კამათის შემდეგ თავის მოკვლა სცადა

loading...
loading...

კასპის მუნიციპალიტეტში 16 წლის მოზარდი უგონო მდგომარეობაში ნახეს. Dianews.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ბავშვმა სხვა და სხვა ტიპის მედიკამენტების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სავარაუდოდ სკოლის დირექტორმა მშობლებისა და ბავშვების თანდასწრებით ეჩხუბა და კლასში დატოვებით დაემუქრა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. სოფელში, რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებთ ამბობენ, რომ სკოლის პედაგოგის მხრიდან ბავშვების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები ხშირია.
Dianews.ge- ესაუბრა ბავშვის მამას, რომელიც ადასტურებს, რომ 16 წლის მოზარდმა სუიციდი მას შემდეგ სცადა, რაც კონფლიქტი სკოლის დირექტორთან მოუვიდა. რაც შეეხება სკოლის დირექტორს, იგი ბავშვთან და მის ოჯახთან რაიმე ტიპის კონფლიქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ არ არის ვალდებული მედიასთან დამატებითი კომენტარები აკეთოს.


,,სიმართლე რომ გითხრათ კითხვაზე პასუხით ნათელი სურათი არ შეიქმნება, დაწვრილებითი საუბრისთვის კი არც განწყობა მაქვს და არც ვალდებულება. გადავამოწმე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაც მთავარია კარგად არის, საფრთხე არ ემუქრება. ოჯახთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. თუ კი მე დამიკავშირდებიან ოფიციალურად, მე მათ ყველა კითხვზე პასუხს გავცემ და ყველა საბუთს მივაწვდი.
Dianews.ge დაუკავშირდა კასპის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც განმარტავენ, რომ მოზარდი ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც ამბობენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ფაქტს 115 მუხლის 1 ნაწილით იძიებენ.
წყარო: Dianews.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close