საზოგადოება

„არასდროს დამძინებია 12 წელი… 20 წუთით ჩამეძინა და როცა გავიღვიძე ჯაბა აღარ იყო“ – მომღერლის დედის ემოციური სიტყვები

loading...
loading...

12 წლიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. მომღერლის დედამ, მანანა გვასალიამ გარდაცვლილი შვილის ბოლო დღეები “პრაიმტაიმთან” საუბარში გაიხსენა.   – გამიცივდა ჯაბა ერთი კვირის წინ, სიცხეები ჰქონდა. რაც საჭირო იყო ყველაფერს ვუკეთებდი, მაგრამ ვერ ვშველოდი. ხომ ამბობენ, თითქოს ამ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები ვერაფერს გრძნობენ, მაგრამ აწუხებდა ეს სიცხე და ვატყობდი.   ჯაბა ყველაფერს გრძნობდა. დილის 6 საათამდე ლოგინთან ვიდექი, ხელში მეჭირა აპარატი და ვცდილობდი დავხმარებოდი. მე ძალიან ცუდად ვარ, სადღაც 6 საათზე ფეხები დამისივდა და იქვე ჩამოვჯექი.   ეტყობა ჩამეძინა, დაახლოებით 20 წუთში გამეღვიძა და აღარ იყო. ეტყობა არ შემაწუხა თუ არ ვიცი რა იყო, არასდროს დამძინებია 12 წელი, როცა ჯაბა ცუდად ხდებოდა და მაინცდამაინც იმ დილით ჩამეძინა.  


სულ მის სუნთქვას ვუსმენდი, ხმა რომ გამეგო. ამ 20 წუთში კი ვერაფერი ვერ გავიგე და აღარ დამხვდა. ექიმი მყავდა მოყვანილი მანამდე, მითხრა, ფილტვები სუფთა აქვსო და მშვიდად ვიყავი.   ბევრჯერ გაციებულად, ჰქონია სიცხე, წამალსაც ვერ ვაძლევდი ზოგჯერ, მაგრამ კარგად ხდებოდა. ბოლო ერთ კვირაში საერთოდ შეიცვალა, ძალიან გახდა. როცა გამეღვიძა, წამოვდექი და ჯაბას ამაზე რეაგირება არ ჰქონდა, შევშინდი, მივედი ლოგინთან, ახლოს მივუტანე ცხვირი სახესთან, მაგრამ ის აღარ სუნთქვადა. ასე დამტოვა სრულიად მარტო ამ ქვეყანაზე. ერთი წლის თავზე გაჰყვა თავის ბებიას, დედაჩემმა წაიყვანა იქეთ  
primetime.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close