სიახლეები

“სკოლაში ეუბნებოდა, წამოდი, არ გინდა სექსიო? ხან კლუბში შეჰყავდა, ხან ტუალეტში” – რა მოხდა კახეთში?

loading...
loading...

კახეთში 14 წლის მოზარდი 9 წლის ბავშვზე ერთი წლის განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდნენ და სექსუალურ ურთიერთობას მასთან სკოლაშიც ამყარებდა.
ამის შესახებ დაზარალებულის ოჯახის წევრი, რუსთავი 2-თან აცხადებს:
„სკოლაში ეუბნებოდა, წამოდი, არ გინდა სექსიო? მიჰყავდა და ხან ქვემოთ კლუბში შეჰყავდა, ხან ტუალეტში. ვითომ ნათესაური კავშირით შემოდიოდა. მაგას ნათესავი ჰქვია? ბავშვი არაფერს ამბობდა. ყელზე დანას ადებდა, რომ არაფერი ეთქვა. ეს ყველაფერი თურმე ერთი წელი გრძელდებოდა. ბავშვი დაშინებული ჰყავს,“


14 წლის მოზარდის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახის წევრების საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რის შემდეგაც მოძალადე პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. მოძალადესთან ერთად პატიმრობაში გადაიყვანეს დაზარალებულების მამაც, რომელმაც შემთხვევის გაგების შემდეგ ბრალდებულს ჭრილობა ყურის არეში მიაყენა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close