სიახლეები

უმძიმესი ავარია ცოტა ხნის წინ ხაშური-გორის გზაზე მოხდა – სამგზავრო მიკროავტუბისის ამოტრიალების შედეგად არის გარდაცვლილი და 10-მდე დაშავებული

loading...
loading...

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ხაშური-გორის მონაკვეთზე 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10-მდე დაშავდა. Dianews.ge-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საჩხერიდან თბილისისკენ მომავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close