სიახლეები

მამაკაცმა ჯერ თავი ჩამოიხრჩო, შემდეგ კი თოკი გაწყდა და პირველ სართულზე, მეზობლის ტერასაზე დაეცა

loading...
loading...

თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან” მდებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა.
Report.ge-სთვის მომხდარის დეტალები ხდება ცნობილი. კორპუსის მე-12 სართულზე, 35 წლამდე მამაკაცმა ჯერ თავი ჩამოიხრჩო, შემდეგ კი თოკი გაწყდა და ახალგაზრდა პირველ სართულზე, მეზობლის ტერასას დაეცა.

მეზობლებმა სასწრაფო და პატრული გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close