სიახლეები

საზარელი შემთხვევა-“ბავშვებს გაუფრთხილდი, მე დავასრულე” – 4 შვილის დედა 70 მეტრის კლდიდან მანქანით გადახტა

loading...
loading...

“ბავშვებს გაუფრთხილდი, მე დავასრულე” – 4 შვილის დედა 70 მეტრის კლდიდან მანქანით გადახტა30 წლის მეგი სტოიანოვას თვითმკვლელობამ საზოგადოება შეძრა. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ქალი, 4 შვილის დედა, ახაიაში ერთ-ერთი კლდიდან საკუთარი ავტომობილით გადავარდნილი იპოვეს. თავდაპირველად პოლიციას უბედური შემთხვევა ეგონა, თუმცა, ახლა ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალმა საკუთარი სიცოცხლე თავად დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, სულ რამდენიმე წუთით ადრე, მან მეუღლეს მისწერა შეტყობინება, რომელშიც ეწერა: “მე დავასრულე… აღარ შემიძლია… ბავშვებს გაუფრთხილდი”, სწორედ ამის შემდეგ დიიდ სიჩქარით გადაიჩეხა კლდეზე, რომლის სიმაღლეც 70 მეტრია.

ირკვევა, რომ ამ დროს მისი მეუღლე სამსახურში იმყოფებოდა და მისი შეჩერება სცადა, მისწერა, რომ ეფიქრა ბავშვებზე და უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ ქალს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. არსებული ცნობებით, სამაშველო სამსახური გამვლელმა მძღოლებმა გამოიძახეს და საბოლოოდ 4 შვილის დედა კლდიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს. უცნობია, თუ ზუსტად რა გარემოებებმა მიიყვანა ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობამდე.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close