საზოგადოება

“ღმერთო ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს, ვაიმეეე არ მჯრააააა” – ია სუხიტაშვილი განცხადებას ავრცელებს

loading...
loading...

სან სებასტიანის კინოფესტივალზე მსახიობმა ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა. ინფორმაციას თავად ია სუხიტაშვილი ავრცელებს პირად ფეისბუქგვერდზე.
ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა დეა კულუმბეგაშვილი, საუკეთესო ფილმად კი „დასაწყისი” აღიარეს.
“საუკეთესო სცენარი,საუკეთესო რეჟისორი ,საუკეთესო მსახიობი ქალი(მე) რეკორდი მოვხსენით,სან სებასტიანის კინო ფესტივალი ,ვაიმეეე არ მჯრააააა ,დეა კულუმბეგაშვილი მიყვარხააარ ეხლა უცებ საუკეთესო ფილმი კიდევ ჯილდო,ვაიმეეე ,ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს,საქართველო გილოცავ”- წერს ია სუხიტაშვილი.
მსახიობი სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს.


სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული კინოს ტრიუმფს საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრიც ეხმაურება.
“კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – “ოქროს ნიჟარა” გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “დასაწყისი”!
და კიდევ სამი მთავარი ჯილდო:
დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);
ვულოცავთ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ გამარჯვებას!”
“დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში.
ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close