სიახლეები

,,ბავშვი სისხლის გუბეში მწოლიარე მკვდარი დატოვა და თვითონ გაიქცა” – ვინ არის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის ბავშვი

loading...
loading...

რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგონა ემსხვერპლა. Dianews.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. მუსტანგის მარკის ავტომობილი ბავშვს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ელენე ბაშარულის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
,,თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მე-16 სკოლის მე-11 კლასელი ახალგაზრდა გოგონას, ელენე ბაშარულის ტრაგიკული გარდაცვალების გამო 🙁 მისი ოჯახის, ახლობლების და მეგობრების წინაშე… იმაზე დიდი საშინელება არ არსებობს, როცა მომავალს ასეთი ახალგაზრდები უკვდება და თან სხვისი დაუდევრობის მიზეზით 🙁
რამდენიმე საათის წინ რუსთავში, ავტომანქანა „მუსტანგით“ სავარაუდოდ ახალგაზრდა მძღოლმა 🙁 15 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ავარიის ადგილი მიატოვა და გაიქცა…. 🙁 ორიოდ დღის უკან შტაბის წინ ამ მუსტანგმა ისეთი სიჩქარით ჩაიქროლა და ისეთი მანევრი ჩაატარა, მაშინვე ვთქვი, რომ რამე ცუდს მოუწევდა თავსაც და სხვასაც 🙁 …….. საშინელება ახდა…. 🙁


თუ ადამიანებს პასუხისმგებლობის გრძნობა არა აქვთ და დაუდევარნი არიან, ასეთი ადამიანების იზოლაცია თავიდანვე უნდა მოხდეს…. რადიკალურია, მაგრამ სამართლიანი!!! ელენე ბაშარულის ადგილზე შეიძლებოდა ნებისმიერი ჩვენთაგანი ყოფილიყო 🙁 … კარგია კარგი მანქანის ყიდვის და ყოლის შესაძლებლობა, რომ აქვთ ადამიანებს, ცუდია, როცა ნულოვანი პასუხისმგებლობა აქვს ბევრს…. სიმკაცრე და ხისტი ზომების მიღება აუცილებელია!…..
ღმერთო დაიფარე ეს ქვეყანა ასეთი ტრაგედიებისგან :(” – წერს ერთ-ერთი რუსთაველი
წყარო: http://dianews.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close