სიახლეები

სკანდალური განცხადება-საქართველოში “ბელარუსი 2” განმეორდება -ოქტრომბრის არჩევნების შემდგომ არეულობა

loading...
loading...

საქართველოში “ბელარუსი 2” განმეორდება -ოქტრომბრის არჩევნების შემდგომ არეულობა
„ქართული ოცნება“ თუ ასე გააგრძელებს პროვოკაციებს და ადამიანებზე ზეწოლას, საქართველოში „ბელარუსი 2“ განმეორდება. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წარსული მეორდება და ხელისუფლება ისევ განაგრძობს ადამიანებზე წინასაარჩევნოდ ზეწოლას,  გუშინდელი მარნეულის დაპირისპირება კი ამ წინასაარჩევნო სცენარის ერთი მოქმედება იყო.

„გუშინდელ მომხდარს, თუ შევუცვლით თარიღს და დავაწერთ 2024-ს, ან ნებისმიერი წელს, ისინი იგივეს გაიმეორებენ, რადგან ეს მათი წინასაარჩევნო სცენარია.

ასე იწყება ფიზიკური დაპირისპირება ჯერ აქტივისტებზე, შემდეგ კი სხვა ადამიანებზე. მათი მხრიდან წინასაარჩევნო ზეწოლებს და ზემოქმედებებს შეჩვეულები ვართ. თუ კი ოპოზიციის აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, მაშინ უმწეო ადამიანებს რას გაუკეთებენ?“, – ამბობს გოცირიძე სააგენტოსთან საუბრისას.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმითვე, „ქართული ოცნება“ კვლავ განაგრძობს ზეწოლას მასწავლებლების, საჯარო მოხელეებისა და ასევე კერძო კომპანიებში დასაქმებულ იმ ადამიანებზე, რომელთა უფროსებიც მმართველი გუნდის გულშემატკივრები არიან.

„ქართული ოცნება“ ისევ განაგრძობს დაშინებას მასწავლებლების, საჯარო მოხელეებისა და კერძო სამსახურში დასაქმებული ადამიანების, რომელთა უფროსებიც „ქართული ოცნების“ გულშემატკივრები არიან.

დაიწყება სუსის ჩართულობაც, ისინი მიადგებიან იმ ამომრჩეველს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერები არ არიან და ჩამოართმევენ პირადობის მოწმობას, ან შესთავაზებენ თანხას, რათა არ წავიდნენ ხმის მისაცემად. დაიწყება მოსყიდვები, აღრიცხვები – თუ ვინ მივა არჩევნებზე და ვინ არა, რაღაც რაღაცეებს დაარიგებენ კიდეც, ამ ყველაფრისთვის ჩვენ მზად ვართ“ , – განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმითვე, კრიმინალებიც ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში, როგორც ეს წინა არჩევნებზე მოხდა და უკვე ისინი გააგრძელებენ ამომრჩევლების ტერორს.

განსაკუთრებით კრიმინალები გააქტიურდებიან საარჩევნოდ და დაიწყებენ მეზობლების ტერორს, საარჩევნო ოლქთან ჩაცუცქულები თვალებით ანიშნებენ ამომრჩეველს, თუ ვინ უნდა შემოხაზონ, ჩვენ ამის სამწუხარო გამოცდილება გვაქვს.

იქვე იდგებიან მასწავლებლები, რომლებიც აღწერენ, რომელი მშობელი მივიდა არჩევნებზე და რომელი არა.

ისინი გამოიყენებენ შავ რესურსებს, თუმცა არჩევნების არასამართლიანად და არადემოკრატიულად ჩატარების უფლებას საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები არ აპატიებენ,  განმეორდება „ბელარუსი-2“ და „ქართული ოცნება“ მძიმე შედეგებს მიიღებს“, -აცხადებს „ნაციონალების“ ლიდერი.

ცნობისთვის, გუშინ, 29 სექტემბერს, მარნეულში „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close