სიახლეები

სახლში ჩაკეტილმა 5 და 7 წლის ძმებმა, ბებიის ცხედართან ერთი კვირა გაატარეს

loading...
loading...

5 წლის ბავშვი და მისი 7 წლის ძმა ერთი კვირა თავიანთი გარდაცვლილი ბებიის ცხედართან ერთად ცხოვრობდნენ, მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი მოულოდნელად უგონოდ დაეცა.
კონი ტეილორის შვილიშვილბმა ბებიის ტელეფონზე ბლოკის მოხსნა ვერ შეძლეს, რათა დახმარება ეთხოვათ და სადმე დაერეკათ. თუმცა, ხუთი დღის განმავლობაში ისინი ჭამდნენ და ბანაობდნენ, ასევე სუფთადაც იცვამდნენ.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასწავლებლებმა მოსწავლეების მრავალდღიანი გაუჩინარება შენიშნეს, აღმოაჩინეს 71 წლის კონის ცხედარი მათ სახლში, ტალტიში, ტეხასის შტატში.


არსებული ინფორმაციით, მოხუცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ზუსტ პასუხს ექსპერტიზის დასკვნა იტყვის.
სამართალდამცავების განცხადებით, ბიჭები თავშესაფარში არიან გადაყვანილები სანამ სხვა ნათესავები არ გამოჩნდებიან და მათზე მეურვეობის აღების სურვილს არ გამოხატავენ. ისინი მიუხედავად გადატანილი სტრესისა, თავს კარგად გრძნობენ.
წყარო: newposts.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close