სიახლეები

მამამ ქალიშვილი, რომელიც სახლში მთვრალი დაბრუნდა შაურმის დანით დაანაწევრა და სხეულის ნაწილები საყინულეში შეინახა

loading...
loading...

თურქული ქებაბის რესტორნის თანამშრომელმა შაურმის საჭრელი დანით საკუთარი ქალიშვილი დაანაწევრა. მას 24 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ჰასან უსლუმ 32 წლის მუცლით მოცეკვავე დიდემ უსლუ ჯერ დაახრჩო, ხოლო შემდეგ დიდი, ბასრი დანით დაანაწევრა-სხეულის ნაწილები კი საყინულეში შეინახა. როგორც ირკვევა, აღნიშნული მკვლელობის მიზეზი იყო ის, რომ ქალიშვილი სახლში მთვრალი მოვიდა.


ინციდენტი მოხდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, ედირნში. უსულმ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი თავისი ქალიშვილის ბრალია, რომელმაც სახლში მოსვლისთანავე დედას შეურაცხყოფა მიაყენა და მამასთანაც მწვავედ იკამათა. მკვლელის თქმით, როდესაც შვილი მას შეეპასუხა წყობილებიდან გამოვიდა და დაახრჩო.
ქებაბის მზარეული მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც 9 იანვარს მოცეკვავის მკლავი ადგილობრივ ტყეში, გაზეთში გახვეული იპოვა მამაკაცმა, რომელიც ადგილობრივი მეჩეთის მახლობლად გირჩს აგროვებდა. პოლიციამ თითის ანაბეჭდების შედეგად მკვლელი მამის ვინაობა გამოავლინა.
წყარო: newposts.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close