საზოგადოება

ასეთი ხალხი ვართ, რაღაცნაირი… ვგიჟდებით მკვდრებზე… არაუშავს, მაინც მოვერევით პრობლემებს, მაინც კარგად იქნება ბატონი დათო – მაკა რაზმაძე განცხადებას ავრცელებს

loading...
loading...

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, რომელმაც გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით სოკოლოვი მწვავე ინფარქტით საავადმყოფოშია და დახმარება სჭირდება, მორიგ მიმართვას აქვეყნებს:
,,მოკლედ,ერთ რამესაც დავწერ და აღარ შეგაწუხებთ. ცოტა ხნის წინ ცრუ ინფორმაცია რომ გავრცელდა ყველას გვახსოვს – დავით სოკოლოვი გარდაიცვალაო.
ისეთი ამბავი ხდებოდა, ყველამ აიტაცა, წერდნენ, გლოვობდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ ვინ მეტად იგლოვებდა და ვინ უფრო გულისამაჩუყებელ სტატუსს მიუძღვნიდა.


ბოლოს თვითონაც გაიგო ეს ჭორი, დამირეკა თავისი ჩვეული იუმორით – “გამარჯობა, საიქიოდან გაწუხებთ, გავიგე ხალხი ძალიან შევაწუხე და გადაეცი არ მიმიღეს არც სამოთხეში არც ჯოჯოხეთში და უკან ვბრუნდებიო”. მაშინ მართლა დავწერე მისი სახელით ეს სტატუსი და ყველა დამშვიდდა.
ახლა კი გუშინ სტატუსი დავწერე რომ საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის. დახმარება ვითხოვე ცოცხალი დავით სოკოლოვისთვის და ყურიც არავინ შეიბარტყუნა რამდენიმე კარგი ადამიანის გარდა.
ასეთი ხალხი ვართ, რაღაცნაირი… ვგიჟდებით მკვდრებზე.
არაუშავს, მაინც მოვერევით პრობლემებს, მაინც კარგად იქნება ბატონი დათო! მაინც დადგება ფეხზე! თქვენ გააგრძელეთ საარჩევნო კამპანია”.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close