საზოგადოება

ამბავი რომელმაც მთელის საქართველო გააოგნა “ძალით მათხოვებდნენ, საქორწილო კაბა რომ მომიტანეს, დავურეკე პოლიციას და მამა დააპატიმრეს”

loading...
loading...

მბავი რომელმაც მთელის საქართველო გააოგნა “ძალით მათხოვებდნენ, საქორწილო კაბა რომ მომიტანეს, დავურეკე პოლიციას და მამა დააპატიმრეს”
ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი 20 წლის ჩი­ნა­რა კო­ჯა­ე­ვას ის­ტო­რია, გო­გო­ნას სი­მა­მა­ცი­სა და გამ­ბე­და­ო­ბის გამო, სა­მა­გა­ლი­თოა. ის ჯერ კი­დევ 14 წლის იყო, რო­დე­საც სა­კუ­თარ ოჯახ­სა და სო­ცი­უმ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ტრა­დი­ცი­ებს და­უ­პი­რის­პირ­და, რის გა­მოც სახ­ლი­დან წა­მოს­ვლა მო­უხ­და. ჩი­ნა­რა კო­ჯა­ე­ვა თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქო­სა­ლარ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ბევრ ოჯახ­ში, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, წყვი­ლე­ბის და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კი მათი მშობ­ლე­ბი იღე­ბენ.

ჩი­ნა­რა AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა და ამ­ბობს, რომ დღე, რო­დე­საც მშობ­ლებ­მა გა­თხო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს, მის ცხოვ­რე­ბა­ში გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა.

– მე­ცხრე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად დამ­ნიშ­ნეს. ჩემ­თვის აზრი არა­ვის უკი­თხავს, მშობ­ლებ­მა მი­თხრეს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იყო და უნდა გა­თხო­ვი­ლი­ყა­ვი. გა­ვი­აზ­რე, რომ მარ­ტო ვი­ყა­ვი ჩემი მიზ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში და ამას ჩემს ნაც­ვლად არა­ვინ გა­ა­კე­თებ­და. ან უნდა დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი ჩემ­თვის უც­ნობ მა­მა­კაც­ზე, ან ამეს­რუ­ლე­ბი­ნა ბავ­შვო­ბის ნატ­ვრა და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა უნი­ვე­რის­ტეტ­ში, გავმხდა­რი­ყა­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ ეს წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და, არ დავ­ნე­ბე­ბულ­ვარ, ხელი არ ჩა­მიქ­ნე­ვია და სა­ბო­ლო­ოდ გა­ვი­მარ­ჯვე. ამ ბრძო­ლამ ტკი­ვილ­თან ერ­თად უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა და პი­როვ­ნუ­ლად გა­მაძ­ლი­ე­რა.

– რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ ასეთ პა­ტა­რა ასაკ­ში წა­სუ­ლი­ყა­ვით სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ? რა გაძ­ლევ­დათ ამის ძა­ლას?

– რო­გორ გა­რე­მო­შიც არ უნდა ცხოვ­რობ­დე, ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა, თუნ­დაც, ერთი კე­თი­ლი და მა­მა­ცი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­გი­ებს და მხარს და­გი­ჭერს. ჩემ­თვის ასე­თი პი­როვ­ნე­ბა ჩემი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი. არ ვი­ცო­დი, რო­გორ და­მე­ტია ეს უბე­დუ­რე­ბა და რო­გორ და­მეც­ვა თავი. მი­ვე­დი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თან, ტასო მო­დე­ბა­ძეს­თან, მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს მისი სა­ხე­ლი და გვა­რი, ატი­რე­ბულ­მა მო­ვუ­ყე­ვი ყვე­ლა­ფე­რი და რჩე­ვა ვთხო­ვე. მო­მის­მი­ნა, თა­ნა­მიგ­რძნო და და­მაკ­ვა­ლი­ა­ნა. და­ვუ­რე­კე პო­ლი­ცი­ას, მო­ვიდ­ნენ და წა­მიყ­ვა­ნეს. მამა და­ა­კა­ვეს და და­ა­წე­რი­ნეს ხელ­წე­რი­ლი, რომ 18 წლამ­დე არ ეც­დე­ბო­და ჩემს გა­თხო­ვე­ბას. რო­გორც კა­ნო­ნით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მაგ­რამ 17 წლის გავ­ხდი თუ არა, მან ისევ სცა­და იგი­ვე ოჯახ­ზე გა­ვე­თხო­ვე­ბი­ნე. ქორ­წი­ლამ­დე სამი დღე იყო დარ­ჩე­ნი­ლი, სა­ქორ­წი­ლო კაბა მო­მი­ტა­ნეს, ატი­რე­ბულ­მა მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე ისევ პო­ლი­ცი­ას და მამა 1 წლით და­ა­პა­ტიმ­რეს. არას­რულ­წლოვ­ნის­თვის ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს. რა თქმა უნდა, მარ­ტო გა­მი­ჭირ­დე­ბო­და თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა. გვერ­დით რომ არ დამ­დგო­მოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ცხოვ­რე­ბას და­ვი­მა­ხინ­ჯებ­დი. ყვე­ლა უწყე­ბა, რო­მელ­საც მე მივ­მარ­თე, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში აღ­მოჩ­ნდა ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი.

– იმის გამო, რომ ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას გა­ი­ძუ­ლე­ბათ, მა­მათ­ქვენს ცი­ხე­ში ერთი წლის გა­ტა­რე­ბა მო­უხ­და. რო­გორ შეხ­ვდა ამ ფაქტს? არ გა­გიბ­რაზ­დათ?

– არა, პი­რი­ქით. როცა ცი­ხე­ში იყო, გა­მო­მიგ­ზავ­ნა წე­რი­ლი. ბო­დი­ში მო­მი­ხა­და და პა­ტი­ე­ბა მთხო­ვა, მარ­თა­ლი ყო­ფილ­ხა­რო. ერთი წე­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლია და არ მიგ­რძვნია, რომ ჩემ მი­მართ რა­ი­მე ბოღ­მა აქვს დარ­ჩე­ნი­ლი. არ მინ­დო­და, რომ მა­მა­ჩე­მი და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ, ძა­ლი­ან დიდი სტრე­სი იყო ეს ჩემ­თვის, მაგ­რამ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლამ უნდა აგოს პა­სუ­ხი. მან ხელი მო­ა­წე­რა დო­კუ­მენტს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, რომ 18 წლამ­დე არ მა­ი­ძუ­ლებ­და გა­თხო­ვე­ბას, მაგ­რამ პი­რო­ბა და­არ­ღვია. პირ­ვე­ლად 14 წლის ვი­ყა­ვი, როცა დამ­ნიშ­ნეს. მა­მამ მი­თხრა, უნდა გა­თხოვ­დეო. ვუ­თხა­რი, რომ მე სწავ­ლა მინ­დო­და, მაგ­რამ ჩემი არა­ვის ეს­მო­და. რამ­დენ­ჯერ­მე შე­მა­წყვე­ტი­ნეს თა­მა­ში ბავ­შვებ­თან, და­ნიშ­ნუ­ლი გოგო ხარ, აღარ შეგშვე­ნი­სო. მამა ამ­ბობ­და, შე­ხე­დე, შენი თა­ნა­ტო­ლე­ბი ყვე­ლა თხოვ­დე­ბა, შენ რა­ტომ არ გინ­და. ხალ­ხი რას იტყვის, რომ არ თხოვ­დე­ბი, რო­გორ გა­მოვ­ყო თავი სო­ფელ­შიო. ჩვენ­თან ძა­ლი­ან ცუდი ტო­ნია, რო­დე­საც გოგო გა­თხო­ვე­ბა­ზე უარს ამ­ბობს. მა­შინ­ვე ცუდს ფიქ­რო­ბენ მას­ზე, სა­ხე­ლი უტყდე­ბა. რი­ყა­ვენ მთელ ოჯახ­საც. მა­მას არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, მას უბ­რა­ლოდ მეტი არ ეს­მო­და, არ ჰქონ­და სხვა ინფრო­მა­ცია. ის სო­ცი­უ­მი, რო­მელ­შიც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და სხვაგ­ვა­რად აზ­როვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. ეგო­ნა, რომ სა­უ­კე­თე­სოს აკე­თებ­და ჩემ­თვის, რად­გან მდი­დარ ოჯახ­ში მა­თხო­ვებ­და. ის ბიჭი ჩემ­ზე 5 წლით უფ­რო­სი იყო და ჩვენს სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და. არც კი ვიც­ნობ­დი და რომ წარ­მო­ვიდ­გენ­დი მისი ცოლი უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი, ცუ­დად ვხდე­ბო­დი. ჩემ­თან რომ არა­ფე­რი გა­უ­ვი­და, მა­ლე­ვე მო­იყ­ვა­ნა ცოლი… ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა…

– სო­ფელ­ში რო­გორ აღიქ­ვეს თქვე­ნი ამ­ბა­ვი? თა­ნა­ტო­ლებ­თან თუ გი­სა­უბ­რი­ათ ამ პრობ­ლე­მებ­ზე?

– სო­ფელ­ში თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გავ­ხდი. უფ­რო­სი თა­ო­ბა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ცუ­დად შეხ­ვდა ამ ამ­ბავს. ეს რა ქნა გო­გომ, მამა და­ა­ჭე­რი­ნაო. დე­დაც ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ იყო. მერე ჩემ­მა ძმამ და­არ­წმუ­ნა, რომ ჩემი ბრა­ლი არა­ფე­რი იყო. ქუ­ჩა­ში ბევ­რი ცუ­დიც მო­უ­ძა­ხე­ბი­ათ, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი, არ გა­მე­გო­ნა. მე­ო­რეს მხრივ, მა­გა­ლი­თი და იმე­დი გავ­ხდი ბევ­რი ჩემი თა­ნა­ტო­ლის­თვის. რამ­დე­ნი­მემ გულ­და­წყვე­ტით მი­თხრა, ნეტა, მეც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი შენ­სა­ვით ძლი­ე­რი და გა­მე­ბე­და ბრძო­ლაო. ბევ­რმა ჩემი მა­გა­ლი­თის შემ­დეგ გა­ბე­და და გა­და­ურ­ჩა არა­სა­სურ­ველ ქორ­წი­ნე­ბას. ახლა ბევ­რი გოგო პო­ლი­ცი­ა­ში და­რეკ­ვით ემუქ­რე­ბა მშობ­ლებს, ჩი­ნა­რა­სა­ვით მო­ვიქ­ცე­ვით და და­გი­ჭე­რენ, კა­ნონს რომ არ­ღვევ­თო, ასე ცდი­ლო­ბენ თა­ვის დაც­ვას. პო­ლი­ცი­ის ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­ჩე­მის და­ჭე­რის შემ­დეგ. ყო­ველ­დღი­უ­რად მწე­რენ ჩემი სოფ­ლე­ლი გო­გო­ე­ბი და არა მხო­ლოდ ჩემი სოფ­ლე­ლე­ბი. შენ ჩვენ­თვის სა­მა­გა­ლი­თო გოგო ხარ, იმედს გვაძ­ლევ და გვაძ­ლი­ე­რებ, გვინ­და ჩვენც შენ­სა­ვით მა­მა­ცე­ბი ვი­ყო­თო. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მე ეს გა­მო­მი­ვი­და და ახლა მინ­და სხვებს და­ვეხ­მა­რო.

– ახლა რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან? რო­გორ ცხოვ­რობთ, რას საქ­მი­ა­ნობთ?

– ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ყვე­ლას­თან. მყავს მშობ­ლე­ბი, ორი ძმა და ერთი და. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ვუ­რე­კავ ხოლ­მე ჩემს ოჯა­ხის წევ­რებს და ხან­და­ხან ჩავ­დი­ვარ კი­დეც სო­ფელ­ში. მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ვერ მეხ­მა­რე­ბი­ან, უფრო სწო­რად არ ვი­თხოვ დახ­მა­რე­ბას, რად­გან მინ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვაღ­წიო ყვე­ლა­ფერს. ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მომ­დის. რაც მთა­ვა­რია, ნა­წყე­ნე­ბი არ არი­ან ჩემ­ზე, შევ­რიგ­დით. ძა­ლი­ან ბევ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მა მაქვს, რომ­ლის­კე­ნაც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ვი­წევ. ახლა სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ, მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სზე. ვა­პი­რებ, ჩა­ვა­ბა­რო სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა­ზე და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით ვი­მუ­შაო. ასე­ვე, ვა­პი­რებ პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რო. თა­ვი­დან სა­ხელ­მწი­ფო თავ­შე­საფ­რებ­ში ვცხოვ­რობ­დი, ახლა ქი­რით ვცხოვ­რობ მე­გო­ბარ­თან ერ­თად. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ზე. ვა­ტა­რებთ ტრე­ნინ­გებს გო­გო­ნე­ბის­თვის ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბა­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

– რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ არის ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლი და რა ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია მას ქა­ლე­ბის­თვის?

– ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო ამ სა­კი­თხზე. გარ­და იმი­სა, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში და­წყე­ბუ­ლი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა ან­გრევს მო­ზარ­დის ორ­გა­ნიზმს, ანად­გუ­რებს მის ფსი­ქი­კა­საც. 14-15 წლის ბავ­შვებ­მა უნდა იმე­ცა­დი­ნონ და ითა­მა­შონ. ისი­ნი არ არი­ან მზად ისე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის, რო­გო­რიც ოჯა­ხის შექ­მნაა. გარ­და ამი­სა, რო­დე­საც აი­ძუ­ლებ ადა­მი­ანს უსიყ­ვა­რუ­ლოდ, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ან­ზე და­ქორ­წინ­დეს, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სტრე­სია მის­თვის. ბევ­რი ვერ უმკლავ­დე­ბა მას და თავს იკ­ლავს. ასე­თი შექ­მნი­ლი ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბა მა­ლე­ვე ინ­გრე­ვა ან ძა­ლა­დო­ბის კე­რად იქ­ცე­ვა. გარ­და ამი­სა, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის დროს ადა­მი­ანს ერ­თმე­ვა უფ­ლე­ბა – მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა და იცხოვ­როს და­მო­უ­კი­დებ­ლად.

– რას ურ­ჩევთ გო­გო­ებს, რომ­ლე­ბიც ახლა ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან?

– პირ­ველ რიგ­ში, ნუ შე­ე­შინ­დე­ბათ! უნდა გა­ბე­დოთ! იბ­რძო­ლეთ თქვე­ნი მიზ­ნე­ბის­თვის. გა­ერ­კვი­ეთ, რა გსურთ თქვენ და არა თქვენს მშობ­ლებს. ეს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბაა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც თა­ვად უნდა მი­ი­ღოთ. გა­ბე­დეთ ხმის ამო­ღე­ბა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვეთ. მო­უ­ყე­ვით თქვე­ნი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, ვი­საც ენ­დო­ბით და, რაც მთა­ვა­რია, საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნეთ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი. მეც არ ვი­ცო­დი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორ და­მეც­ვა თავი. ისიც კი არ ვი­ცო­დი, რომ კა­ნო­ნით 18 წლამ­დე ქორ­წი­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია და თუ ამას ვინ­მე გა­ი­ძუ­ლებს, და­ნა­შა­ულს სჩა­დის. და კი­დევ, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სო­ლი­და­რო­ბა სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან. ძა­ლი­ან გაძ­ლი­ე­რებს თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა, გამ­ხნე­ვე­ბა. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვუ­ჭი­როთ ერ­თმა­ნეთს მხა­რი, ყვე­ლამ ამო­ვი­ღოთ ხმა და მარ­ტო არ ვაგ­რძნო­ბი­ნოთ თავი ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ებ­რძვის სის­ტე­მურ პრობ­ლე­მებს. ძალა ხომ ერ­თო­ბა­შია!

– რო­მელ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს უნდა მი­მარ­თონ ასეთ დროს?

– უნდა დარ­ე­კონ ჯან­და­ცის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე 11 60 06 და აუხ­სნან სი­ტუ­ა­ცია ოპე­რა­ტორს. ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დარ­ე­კონ 112-ზე და პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხონ. ვურ­ჩევ­დი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში და­რეკ­ვა­საც. მე ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close