სიახლეები

მკვლელობა, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა – ვინ არის ქალი, რომელმაც საკუთარი ქმრის ბიძაშვილი 4 გასროლით მოკლა და რა გახდა მკვლელობის მიზეზი

loading...
loading...

იორმუღალოში, ხუბანოვების ფერმაში მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა – მომხდარიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 40 წლამდე ქალმა, ქმრის ბიძაშვილი, ისლან ხუბანოვი 4 გასროლით მოკლა.
როგორც სოფელში ამბობენ, სასტიკ დანაშაულს წინ ქალზე სექსუალური ძალადობა უძღოდა.
მკვლელობას ხაილა ხუბანოვას 17 წლის ბიჭიც შეესწრო.
“გოგო იჩაგრებოდა, მას დამცველი არ ჰყავდა, ეს იყო შურისძიება”– ყვებიან სოფელში , სადაც იმასაც აღიარებენ, რომ მოკლული ნათესავზე ადრეც ძალადობდა.


ქალმა ნათესავებს უთხრა, რომ ქმრის ბიძაშვილი მას სექსუალურ კავშირს აიძილებდა, ნათესავებმა კი ამის გამჟღავნება აუკრძალეს, რადგან “სოფელი ჩაქოლავდა”.
“მთაში რამდენჯერმე იძალადა, სავარაუდოდ ოთხჯერ…ემუქრებოდა, შვილებს მოგიკლავო”– აღნიშნავს ადგილობრივი.
როგორც ირკვევა, კაცი სხვა ქალზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადრეც იყო შემჩნეული. ამის გამო ის მსხვერპლის ოჯახმა სასტიკად სცემა.
ხაილა ხუბანოვას დედა არ გამორიცხავს, რომ ქალის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გამართონ.
“ყველამ იცის, რა პატიოსანი გოგოა… მხოლოდ ის გვითხრა, რომ ის ამას იმსახურებდა, და მოვკალიო”- აცხადებს ბრალდებულის დედა.
დაკაბულს 15 წლამფდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა სოფელში გაჩნდა ვარაუდი, რომ ისლან ხუბანოვი სხვა პირმა მოკლა. პირმა რომელიც უმწეო ქალის გაუპატიურებას შეესწრო.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close