ვიდეო

(ვიდეო) ცემა-ტყეპა ქორწილში – ცოლმა ქმარს ჯვრისწერისას წაასწრო და “ქორწილი“ შვილებთან ერთად ჩაუშალა

loading...
loading...

ცემა-ტყეპა ქორწილში – ცოლმა ქმარს ჯვრისწერისას წაასწრო და “ქორწილი“ შვილებთან ერთად ჩაუშალა
გაბრაზებული ქალი საქორწილო ცერემონიალზე შვილებთან ერთად შეიჭრა და ქორწილი ჩაშალა, რადგან, სიძე მისი მოქმედი ქმარი აღმოჩნდა.
სიძემ, აბრაამ მუიუნდამ დილით ცოლს განუცხადა, რომ ადრიანად უნდა წასულიყო სამსახურის გამო სხვა ქალაქში, მაგრამ სინამდვილეში მეორე ცოლის მოყვანას გეგმავდა.
შემთხვევა ზამბიის დედაქალაქში, კათოლიკურ ტაძარში მოხდა.
კეროლაინ მუბიტა, სიძის ნამდვილი ცოლი ტაძარში შვილებთან ერთად შეიჭრა და განაცხადა, რომ ქორწილი არ შედგებოდა, რადგან სიძეს ცოლი უკვე ჰყავდა.
ცოლმა განაცხადა:
„მამაო ეს ქორწილი ვერ შედგება, რადგან ამ კაცს ცოლი უკვე ჰყავს და ეს კაცი ჩემი ქმარია. არ ვიცი აქ რა ხდება“
ვიდეოში კარგად ჩანს სიძის რეაქცია, რომელმაც სახე ხელებში ჩარგო.
მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close