სიახლეები

კომენდანტის საათი კვლავ ამოქმედდა?! -აი რა იკრძალება 22:00 საათის შემდეგ

loading...
loading...

თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღვანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდება ეს მოგვცემს საშუალებას ვირუსის გავრცელება შევანელოთ”, – განაცხადა გახარიამ.
გარდა ამისა იგი კერძო და საჯარო ორგანიზაციებს რეკომენდაცია აძლევს, მაქსიმალურად ეცადონ გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაციაა, თუმცა აღნიშნა, რომ ამასთან ეს პასუხისმგებლობაც არის.


“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო განსაკუთრებით კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა – მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ, ეს არის რეკომენდაცია და ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, რომელთაც ხელს ვუწყობდით. რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ,” – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლებისთვის სწავლის რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
“უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ, სადაც შესაძლებელი არაა, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ლაბორატორიებში ჩაატარონ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როცა ჩვენ ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს. ისეთი როგორიცაა სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით, განათლების მიმართულება, მაქსიმალურად იქნას დაცული. განათლების სამინისტროს აქვს მიცემული შესაბამისი დავალებები უსაფრთხოების სტანდარტი უმაღლეს დონეზე რომ იყოს დაცული სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close