სხვა

“ყველგან მკვლელი სატანა იქნება, ქუჩაშიც ტრანსპორტშიც, ტაძარშიც შეაღწევს, საკურთხეველშიც, ყველგან…” – მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, რომელიც ზედმიწევნით სრულდება

loading...
loading...

მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება მრგვალ თარიღზე, სადაც, დაახლოებით, ის სიტუაციაა აღწერილი, რაც დღეს მსოფლიოში ხდება:
“… ღვთის წყალობით, უფლის ანგელოზი გამომეცხადა და ქვაზე ამოტვიფრული წერილი მომცა, ბოლო ჟამი ახლოსაა, მაგრამ მის მოსვლამდე ბევრი განსაცდელი გველის . . . ეს იქნება მძიმე წელი, მრგვალი წელი იქნება, ღვთისგან მოვლენილი რისხვა დაატყდება ყველას. ღმერთი გაწყრება ჩვენზე და არ გამოარჩევს არავის, არც ასაკოვანს, არც ბავშვს, ყველას. მრგვალი წელი იქნება, შვილო, ძალიან ბევრი დაიღუპება, ძალიან ბევრიც დაშავდება. მკვლელი სატანა იქნება ყველგან, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც, ტაძრებშიც შეაღწევს სატანა, საკურთხეველშიც, ყველგან! ხალხი თავიდან აინუშში არ ჩააგდებს ამ ამბავს, მაგრამ მერე საგონებელში ჩავარდება. ეს იქნება სატანა, მოარული ქუჩაში და ხალხს დახოცავს და ხალხი უძლური იქნება. მაგრამ არ შეშინდეთ, ამ დროს ყველა მართმადიდებლი მორწმუნის სახლი, ღვთის სახლი გახდება და ყველას ჭეშმარიტი მორწმუნის სახლში სულიწმინდა შევა და ის დაიცავს.

ხალხმა შინ უნდა ილოცოს და გარეთ აღარ გავიდეს, სანამ ღვთის რისხვა არ გადაივლის. ბევრი შეაგონებთ მათ და ეცდება, სახლიდან გამოიყვანოს, ბევრი მღვდელი და მღველთმთავარიც, მაგრამ მათ არ ეცოდინებათ, რომ სატანა მათშიც შეღწეულია, სულიწმინდა კი მათ სახლებში იქნება და არა – ტაძრებში . . . არაფრით შინიდან გასვლა არ შეიძლება, სულიწმიდა და ღვთისმშობელი ყველას სახლში მივა და სახლი გახდება ტაძარი. გაზაფხულზე იქნება მთავარი განსაცდელი, ქვეყანაში დიდი სიდუხჭირე ჩამოვარდება, სანთელიც ძნელი საშოვარი იქენება, ბზობასა და აღდგომას ხალხი სახლში უნდა დარჩეს, არ დაუგდოს ყური არავის, ვისაც სანთელი ექნება, სანთელი დაანთოს, ვისაც არა და მწუხრის ჟამს პირჯვარი გამოისახეთ და ლოცვა თქვით . . .” 

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close