სიახლეები

ცემა და საკუთარ სახლში გააუპატიურა – საზარელი ფაქტი თბილისში, დაკავებულია 18 წლის ბიჭი

loading...
loading...

უმძიმესი ფაქტი თბილისში- დედაქალაქში გაუპატიურების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ფაქტს “ნიუპოსტს” შსს-ში უასტურებენ. როგორც ჩვენთვის მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია არნიშნულიამ დაკავებულს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ი.ზ. გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების

აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1995 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, მსხვერპლის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გაუპატიურებას და ძალადობით ჩადენილ თვითნებობას გულისხმობს” – განუცხადეს “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close