
კახეთში ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირმა ორსული დაჭრა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მოხდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალმა ხმაური გაიგო და გარეთ გავიდა, რის შემდეგაც, მას თავდამსხმელმა ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა.
პაციენტი ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტს შემავალი ჭრილობა არ აღენიშნება.
ორსულს სავარაუდოდ დღის ბოლოს სახლში გაწერენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: https://metronome.ge/story/304799
დატოვეთ კომენტარი